ზუგდიდელი, წარმატებული ქალბატონი: თინათინ ფიფია, სილამაზის ექსპერტი, ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს სილამაზის ექსპერტი 2022“ ჯილდოვდება: ზუგდიდელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: თიკო ფიფია, რომელიც გახლავთ ქალაქ ზუგდიდში ერთ-ერთი პრესტიჟული სილამაზის სალონი: HOLLYWOOD-ის წამყვანი სტილისტი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ექსტრავაგანტულ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, ადამიანებსა და ცხოველებზე ზრუნვით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ქალბატონი თიკო წარმატებულად უთავსებს ერთმანეთს სამსახურს და ოჯახს, ჰყავს მეუღლე და 14 წლის ნიჭიერი გოგონა. ასევე საყვარელი მამიდა, რომლელიც გვერდში დედასავით უდგას და საოჯახო საქმეებში ეხმარება.

თინათინ ფიფია თავის დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან ერთად კვირაში ორ დღეს ძაღლებსაც უთმობს და გახსნილი აქვს ქალაქ ზუგდიდში პირველი გრუმინგ ცენტრი, სადაც ოთხფეხა მეგობრების პატრონებს სთავაზობს, ცხოველების მოვლა გალამაზებას.

გთავაზობთ სილამაზის ექსპერტ: თიკო  ვიდეო-ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს: