ზელენსკიმ უარი განაცხადა, დაესახელებინა უკრაინის საერთო დანაკარგი

გაზეთ The Wall Stree Journal–ში 22 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის არმიის ყოველდღიური დანაკარგები 30 მოკლულამდე და 250 დაჭრილამდე შემცირდა, როცა მაისსა და ივნისში უკრაინელთა დანაკარგი ყოველდღიურად 100 და 200 სამხედრო იყო.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ უარი განაცხადა, დაესახელებინა უკრაინის საერთო დანაკარგი რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე.