SAS–ის მებრძოლები 2014 წლის შემდეგ წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს რუსეთში დივერსიების მოსაწყობად.

ბი-ბი-სის” ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ მოხსენება SAS-ის მხოლოდ ერთი სპეცრაზმის საქმიანობაზე ავღანეთში 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აპრილამდე. ეს დოკუმენტი ასობით გვერდს ითვლის. ამ რაზმმა 6 თვის განმავლობაში მოკლა ასეულობით ავღანელი, რომლებიც ტერორისტებად ჰყავდათ გამოცხადებული. დოკუმენტური ფილმის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ მათგან, სულ ცოტა, 54 ადამიანი უკანონოდ მოკლეს. ლაპარაკია უიარაღო ტყვეების მკვლელობასა და მოქალაქეების დახვრეტაზე, SAS-ის რაზმების თავდასხმებზე მშვიდობიანი ავღანელების სახლებზე. თანაც ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ეს ციფრები აისბერგის მხოლოდ წვეროა – მკვლელობა გაცილებით მეტი იყო.

პრაქტიკულად ყველა ანგარიშში SAS-ის ოფიცრები ამტკიცებდნენ, რომ “თალიბანის” ტერორისტები ცდილობდნენ ხელყუმბარის გახსნას ან კალაშნიკოვის ავტომატის გამოყენებას. ამასთანავე, როგორც ჟურნალისტური გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, მოკლული უფრო მეტი იყო, ვიდრე იარაღი, რომელსაც შემთხვევის ადგილებზე პოულობდნენ. ჟურნალისტებმა მოინახულეს ზოგიერთი ადგილი და ნატყვიარების მიხედვით დაადგინეს, რომ ბრიტანელი სპეცრაზმელები დაწოლილ ადამიანებს ხვრეტდნენ, თანაც მსხვერპლთა შორის იყვნენ 15-16 წლის მოზარდები.

ეს ყველაფერი გამყარებულია SAS-ის მებრძოლების ანონიმური ჩვენებებით. ერთ-ერთმა მათგანმა Daily Mail -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “სიმართლე ყველას შეძრავს”. მეორემ კი პირდაპირ თქვა: “მკვლელობები ჩვენი საქმიანობის ნაწილია. დიახ. ტაქტიკა საშინელი იყო, მაგრამ მათ დაპატიმრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გაგვეთავისუფლებინა. ასე რომ, ჩემი აზრით, მიზანი ამართლებდა საშუალებას”, მაგრამ მას კრინტი არ დაუძრავს იმაზე, რა მიზანი იყო ისეთი, რომელიც ამართლებდა მკვლელობებს.აღსანიშნავია, რომ SAS–ის მებრძოლები 2014 წლის შემდეგ წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს რუსეთში დივერსიების მოსაწყობად. ამის შესახებ ბრიტანული პრესა ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა.

მიმდინარე წლის აპრილში The Times -მა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით აღიარა, რომ SAS-ის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ინსტრუქტორის ფუნქციებს ასრულებენ.

ავღანეთში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, რას ასწავლიდნენ ბრიტანელი სპეცრაზმელები უკრაინელ კოლეგებს. ბევრმა, ალბათ, ნახა კადრები, როგორ აწამებენ და კლავენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები სამხედრო ტყვეებს. ყველაფერი ბრიტანელი მასწავლებლების ინსტრუქციების მკაცრი დაცვით კეთდებოდა. თანაც, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ბრიტანული სპეცრაზმის მებრძოლები მხოლოდ უკრაინელთა გაწვრთნით შემოიფარგლებიან.ცოტა ხნის წინათ ნისლიანი ალბიონის გაზეთები სიამაყით იუწყებოდნენ, რომ “რუსეთის წინააღმდეგ დივერსიულ ოპერაციებში მონაწილეობენ SAS-ის ყოფილი ოფიცრები”; ალბათ, ის ოფიცრები, რომლებიც ავღანეთში უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ. ამიტომ გასაგებია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განრისხება, რომლებიც შეეცადნენ დოკუმენტური ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლას, შემდეგ კი თავს დაესხნენ სატელევიზიო გამოძიების ავტორებს და დაადანაშაულეს, რომ “სამხედროებს საფრთხე შეუქმნეს”. სამინისტროს მაღალჩინოსნები ვერც კი მიხვდნენ, რომ ამით დაადასტურეს ბრიტანული სპეცრაზმის მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

The Gardian –მა კი სარედაქციო სვეტში დაწერა: “ნებისმიერი წესიერი პრემიერმინისტრი დაიწყებდა დამოუკიდებელ გამოძიებას იმის გასარკვევად, სჩადიოდნენ თუ არა ბრიტანელი სამხედროები, განსაკუთრებით ელიტური ქვედანაყოფები, სამხედრო დანაშაულს. მაგრამ ბრიტანეთს ბორის ჯონსონი ჰყავს (იმხანად ჯერ კიდევ არ ჰქონდა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული), თუმცა საქმე მხოლოდ ჯონსონში არ არის, 2021 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს პირებს, თუ ის სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სამხედრო დანაშაულს ჩაიდენს.

“ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ უცხოელთა სიცოცხლეს მნიშვნელობა არ აქვს”, _ წერს The Gardian –ი. ამის დასტურია ბრიტანელთა ლოზუნგი “რუსეთთან ომი უკანასკნელ უკრაინელამდე”.

ამ გამოძიების ფონზე სასაცილოა ის ფაქტი, რომ ბრიტანელები თავიანთ საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო ხშირად იყენებენ სიტყვა “მორალს”, მაგალითად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რომელიც ლონდონის უკრაინულ პოლიტიკაზე ლაპარაკობდა: “გლობალური ბრიტანეთი მორალურ ძალად უნდა გადაიქცეს: სხვა ერებმა უნდა იცოდნენ ბრიტანეთის ეს პოზიცია საერთაშორისო საკითხებზე. Geworld.ge.