წარმატებული ქალბატონი ხობიდან, Mado’s beauty studio-ს დამფუძნებელი: მადონა გაბუნია ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება აგვისტოს დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები). 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს Make UP ექსპერტი 2022“ ჯილდოვდება: ხობელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: მადონა გაბუნია, რომელიც გახლავთ ხობში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სალონი Mado’s beauty studio-ს მფლობელი, სილამაზის ხელოვანი ექსპერტი, სტილისტი და Make UP- ის უბადლო სპეციალისტი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბიზნეს ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი ახალგაზრდული შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს. 

 

გთავაზობთ ქალბატონ მადონა გაბუნიასთან ვიდეო-ინტერვიუს: