სილამაზის ცენტრი: “ნეილ არტი” და მისი დამფუძნებლები: სალომე ფარცვანია და გვანცა შამუგია ჯილდოვდებიან Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება აგვისტოს დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები). 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტი 2022“ ჯილდოვდება: სილამაზის ცენტრი ზუგდიდში: “ნეილ არტი” და მისი მომხიბლავი დამფუძნებლები: სალომე ფარცვანია და გვანცა შამუგია.

ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბიზნეს ელეგანტურ, წარმატებულ და საქმიან ქალბატონებს ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ბიზნეს ლედებს, დამეთანხმებით ალბათ, რომ ისინი თავისი ახალგაზრდული შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, განსაკუთრებული სილამაზით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებენ ამ ჯილდოს. 

გთავაზობთ ნეილ არტის ერთ-ერთ დამფუძნებელ, გვანცა შამუგიასთან ინტერვიუს, ხოლო ქალბატონ სალომე ფარცვანიას ვიდეო ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გვანცა შამუგია (სილამაზის ცენტრის დამფუძნებელი)

“სილამაზის ცენტრი გავხსენით 2017 წელს და აგვისტოში გავხდებით ხუთი წლის. ვმუშაობთ ხარისხის გარანტით, ჩვენი მთავარი დევიზია: სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში. ყველა ვინც გვესტუმრება და ჩვენი სერვისებით ისარგებლებს, თავად დარწმუნდება ამაში. როგორც უკვე ავღნიშნე ვართ ხერისხზე ორიენტირებულები და ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ, მხოლოდ საუკეთესოს. ვთავაზობთ ფრჩხილის, თმის მოვლას (სტილისტი, ბარბერი), ვიზაჟი, სოლარიუმი და ლაზერი (ბოლო თაობის 3 სხივიანი)”