არანაირი გმირები არ არიან ისინი, ვინც დღეს ფულის გამო უკრაინაში იბრძვიან.

რეჟიმი, რომელიც არსებობს კიევში, თქვენ და საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი. ეს რეჟიმი საქართველოს მიუსიეს.

კონკრეტულად მოგიწოდებთ:

პირველი. საქართველომ კიევის ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს მიმართ არამეგობრულად განწყობილ რეჟიმად გამოაცხადოს;

მეორე. საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა სხვა ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში;

მესამე. კონსტიტუციიდან ამოიღეთ სამარცხვინო დებულება ნატოსა და ევროკავშირის წევრობის შესახებ, რადგან, თუკი საქართველოს აქვს თავისი გეოპოლიტიკური წონა რეგიონში, ევროკავშირი და ნატო თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი თავიანთ წევრად საქართველოს მიღებით. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მთხოვნელის როლში.

მივმართავ ქართველ მებრძოლებს უკრაინაში:

ნამდვილი გმირები არიან დიდი სამამულო ომის ის მებრძოლები, რომელთა ნეშტები მიმდინარე წელს გადმოასვენეს ყირიმიდან საქართველოში. მათ სამთავრობო დელეგაცია უნდა დახვედროდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გმირები არიან. მაგრამ არანაირი გმირები არ არიან ისინი, ვინც დღეს ფულის გამო უკრაინაში იბრძვის. საკუთარ სულში ჩაიხედეთ _ რისთვის ჩახვედით იქ? იქ შეიძლება ორიოდე ადამიანი იდეის გამოც არის, მაგრამ მათ არასწორი იდეა აქვთ.

გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს, რომ ეს ანტიმართლმადიდებლური პროექტია, რომელიც მოწოდებულია ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ხალხების ერთიანობის დასანგრევად, მიზანი კი დასავლეთისთვის ჩვენი სრული დამორჩილებაა.

Geworld.ge.