ამერიკელი თავდაცვის მინისტრების თათბირი სკანდალით დასრულდა.

ამერიკელი თავდაცვის მინისტრების თათბირი სკანდალით დასრულდა. კონტინენტის სამმა წამყვანმა ქვეყანამ _ ბრაზილიამ, არგენტინამ და მექსიკამ _ უარი განაცხადა აშშ–ის მოთხოვნის შესრულებაზე, დაეგმოთ რუსეთის მოქმედებები. თათბირის ხელმძღვანელმა, ბრაზილიის ლიდერმა ადრე მოსკოვს გამარჯვება უწინასწარმეტყველა უკრაინის კონფლიქტში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსკოვს აშშ–ის მეზობლად სამი მტკიცე მოკავშირე გაუჩნდა? _ წერს vz.ru.

არგენტინამ, ბრაზილიამ და მექსიკამ უარი განაცხადეს, შეერთებოდნენ კონტინენტის სხვა ქვეყნების პოზიციას და დაეგმოთ რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში. ეს ჩანს დეკლარაციიდან, რომელიც მიიღეს ბრაზილიის დედაქალაქში 25-29 ივლისს გამართულ ამერიკის თავდაცვის მინისტრების (CDMA) მე-15 კონფერენციაზე. რუსეთის საწინააღმდეგო კრიტიკის გამოთქმის ნაცვლად, არგენტინამ და ბრაზილიამ ყველას მიუთითეს, რომ მხოლოდ გაეროა აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებებით უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად. არგენტინისა და ბრაზილიის თვალსაზრისი გაიზიარა მექსიკამაც და დასძინა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება საერთოდ არ შედის CDMA-ს კომპეტენციაში.

სხვათა შორის, სხვა ამერიკულმა ქვეყნებმაც, ასე ვთქვათ, რბილად დაგმეს რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში. დეკლარაციას ხელი ამერიკის 13-მა სახელმწიფომ მოაწერა, მათგან რვამ დაგმო რუსეთის ქმედებები. ეს სახელმწიფოებია: ჰაიტი, გვატემალა, დომინიკის რესპუბლიკა, კოლუმბია, კანადა, პარაგვაი და, რა თქმა უნდა, აშშ.

ამერიკის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების კონფერენცია ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი შეხვედრა გაიმართა 1995 წელს აშშ-ში. სულ CDMA-ს მუშაობაში 34 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლათინური ამერიკის ქვეყნები უარს ამბობენ ანტირუსულ სანქციებთან მიერთებაზე. სხვათა შორის, ვაშინგტონის მცდელობამ, ჩაეთრიათ ეს ქვეყნები ანტირუსული სანქციების პოლიტიკაში და გასულ წელს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანამ თვალი აუხილა ლათინური ამერიკის ქვეყნებს იმაზე, რაც ხდება თვითონ აშშ-ში”, _ განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიქტორ სუდარევმა.

“არგენტინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი განაგრძობს ქვეყნის 41-ე პრეზიდენტის, გენერალ ხუან დომინგო პერონის კურსს, _ ვარაუდობს ექსპერტი. _ პერონიზმის ძირითადი მიზნები კი ეკონომიკური ავტარქიის ჩარჩოებში განვითარება, აშშ-ისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება და დასავლური ნეოლიბერალიზმის მიუღებლობაა. ფერნანდესი, ისევე როგორც მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, იმ ქვეყნების ლიდერები არიან, რომლებიც რეგიონულ სახელმწიფოებად იქცნენ. ისინი “დიდ ოცეულში” შევიდნენ. მათი გავლენა გასცდა დასავლეთ ნახევარსფეროს. მექსიკა აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩოში, არგენტინა კი უკვე მიმდინარე წელს შეუერთდება ბრიჩს”. Geworld.ge.