პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა.

სამხედრო–საზღვაო ფლოტის დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. წინა დოკუმენტი 7 წლის განმავლობაში მოქმედებდა და, როგორც ექსპერტები ამბობენ, აქტუალურობა დაკარგა, – წერს vz.ru.

ახალი დოქტრინის რომელ დებულებებს უნდა მივაპყროთ ყურადღება? როგორ აისახება მისი მიღება ფლოტის განვითარებაზე და რას ნიშნავს მსოფლიოსთვის რუსეთის ახალი საზღვაო პოლიტიკა?

პრეზიდენტმა პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა 31 ივლისს დაამტკიცა. საზღვაო დოქტრინასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების წესდებაზე ხელის მოწერის ცერემონია სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, პეტროპავლოვსკის ციხესიმაგრეში გაიმართა მთავარი სამხედრო-საზღვაო აღლუმის დაწყების წინ.

აღლუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა: “ახალ საზღვაო დოქტრინაში რუსეთმა მონიშნა საზღვრები თავისი ეროვნული ინტერესებისა _ ეკონომიკურის, სასიცოცხლოდ აუცილებლის, სტრატეგიულის. უწინარესად, ეს არის ჩვენი არქტიკული აკვატორიები, შავი, ოხოტისა და ბერინგის ზღვის წყლები, ბალტიისა და კურილიის სრუტეები. მათ დაცვას უზრუნველვყოფთ მტკიცედ და ყველა საშუალებით”.

ამ საკითხში საკვანძო ფაქტორად რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაძლებლობები დაასახელა. “მას შეუძლია ელვისებურად უპასუხოს ყველას, ვინც გადაწყვეტს, ხელყოს ჩვენი სუვერენიტეტი და თავისუფლება”, _ აღნიშნა პუტინმა. Geworld.ge.