წარმატებული ქალბატონი: ელისო კეზუა აფხაზეთიდან, რუსული ენის ცენტრის დამფუძნებელი ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება აგვისტოს დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები). 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს პროფესიონალი 2022“ ჯილდოვდება: წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: ელისო კეზუა, რომელიც გახლავთ ქალაქ ზუგდიდში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, რუსული ენის ცენტრის და ასევე რუსულ-ქართული, გამარტივებული მედოდით სწავლების ფუძემდებელი, ლინგვისტური გრამატიკის საავტორო წიგნის გამომცემი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით, შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, სხვებზე ზრუნვით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ქალბატონი ელისო არის დაოჯახებული, ჰყავს საამაყო შვილი ბექა, რომელიც არის ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტის პროექტის შემქმნელი, ნიჭიერი ახალგაზრდა და სულ ახლახანს გახდა სტუდენტი, რასაც ჩვენი მედია ჯგუფი მთელი გულით ულოცავს და უსურვებს ტკბილ და წარმატებულ სტუდენტურ ხანას. ქალბატონ ელისოს ასევე ჰყავს მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე, რომელიც ყველანაირად ხელს უწყობს მას კარიერულ და პროფესიულ წინსვლაში. გთავაზობთ ამ საოცარ ქალბატონთან ვიდეო-ინტერვიუს, ხოლო უფრო ვრცელ და ამომწურავ ინფორმაციას, ქალბატონ ელისოზე, მისი ბავშვობის და სტუდენტობის წლებზე შემოგთავაზებთ ცოტა მოგვიანებით, ჩვენ ახალ პროექტში სახელწოდებით 50 საქმიანი და წარმატებული ბიზნეს პერსონა, რომელიც ძალიან მალე გამოიცემა და ყველას შეგეძლებათ მისი შეძენა ბიბლიუსის ქსელში.