კალიფორნიის ერთ–ერთ სკოლაში სექსუალური განათლების გაკვეთილებში “გენდერული თაფლაკვერი” ჩართეს.

კალიფორნიის ერთ–ერთ სკოლაში სექსუალური განათლების გაკვეთილებში “გენდერული თაფლაკვერი” ჩართეს. ახლა ბავშვები გენდერულ მრავალსახეობას ცისარტყელას ფერებიანი ტვინის მქონე თაფლაკვერის ადამიანითა და ტრანსგენდერებზე გადაღებული ვიდეოთი სწავლობენ. ამ სიახლემ მშობლების აღშფოთება გამოიწვია, _ იუწყება eadaily.com გაზეთ New York Post –ზე დაყრდნობით.

სტატიაში ნათქვამია, რომ “გენდერული თაფლაკვერი” სექსუალური განათლების ნაწილია კალიფორნიის რაიონულ სკოლაში.

კურსს “მოზარდების საუბარი” იყენებენ საშუალო და უფროს კლასებში და მას ათასობით მოზარდი სწავლობს კალიფორნიაში. “თაფლაკვერს” ახლავს ვიდეო იმის შესახებ, “როგორია, იყო ტრანსი-უფროსკლასელი”. ვიდეოში ორი თინეიჯერი მსჯელობს “გადასვლაზე” _ გენდერის შეცვლაზე. “გენდერული თაფლაკვერის” გული აღწერს სხვადასხვა სექსუალურ ორიენტაციას _ პანსექსუალობას, ჰომოსექსუალობას, ასექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობას; ცისარტყელას ტვინი _ გენდერულ იდენტურობას.

“ეს გემრიელი პატარა სახელმძღვანელო გენდერების გაგების მადას აღგიძრავთ. და კარგია, თუ მისი წაკითხვის შემდეგ შიმშილის გრძნობა დაგრჩებათ, სურვილი იმისა, რომ კიდევ რაღაც გაიგოთ”, _ ციტირებს ამერიკული გამოცემა “გენდერული თაფლაკვერის” აღწერას.

როგორც გაზეთი წერს, კალიფორნიელი დედები შეშფოთებულები არიან ბავშვებზე სექსუალური განათლების გავლენის გამო. Geworld.ge.