დასავლელმა პარტნიორებმა თვითონ უნდა გადაიხადონ თავიანთი შეცდომების ფასი. თავდაპირველად კი ავღანელებს დაუბრუნონ მათთვის მოპარული ფული.

აშშ 20 წლის განმავლობაში ანადგურებდა ავღანეთს, ახლა კი სურს, ამ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის საქმეში რუსეთი და ჩინეთი ჩაერთონ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას–გრინფილდმა ავღანეთიდან ამერიკელთა ჯარების გამოყვანის წლისთავზე რუსეთსა და ჩინეთს ავღანეთის ეკონომიკის აღდგენაში მონაწილეობა შესთავაზა. მისმა რუსმა კოლეგა ვასილი ნებენზიმ განაცხადა, რომ ამერიკული ოკუპაცია ავღანეთის ეკონომიკას 20 წლის განმავლობაში კლავდა.

“დასავლელმა პარტნიორებმა თვითონ უნდა გადაიხადონ თავიანთი შეცდომების ფასი. თავდაპირველად კი ავღანელებს დაუბრუნონ მათთვის მოპარული ფული. ჩვენ ვეხმარებოდით და მომავალშიც დავეხმარებით ავღანელებს, თქვენ კი გთავაზობთ, გადაუხადოთ ავღანელებს 20 წლის განმავლობაში უაზრო ოკუპაციისთვის, ქვეყნის დანგრევისა და ავღანელი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიყვანისთვის”, _ განაცხადა ნებენზიმ. მისი თქმით, ტომას-გრინფილდის წინადადების ცინიკურობა განცვიფრებას იწვევს. ამას გარდა, ნებენზიმ აღნიშნა, რომ “დემოკრატიის დამყარების” 20-წლიან პერიოდში დაღუპული ადამიანების სიცოცხლე ფულით ვერ გაიზომება.

ლუკა მაისურაძე. Geworld.ge.