ევროპამ ის მოიმკო, რაც დასთესა- ერდოღანი.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი ევროპაში წარმოშობილი ენერგოკრიზისის მიზეზს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში ხედავს. ევროპული ქვეყნები “იმას იმკიან, რაც მათ დათესეს” – განაცხადა მან ანკარაში სამშაბათს.

პრეზიდენტი ერდოღანი უსახურ ევროპას ადანაშაულებს: “ევროპამ ის მოიმკო, რაც დასთესა!”
პუტინი ყველა საშუალებასა და იარაღს იყენებს, -აღნიშნა ერდოღანმა. “ბუნებრივი აირი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანია” – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპას ამ ზამთარს “სერიოზული პრობლემები” ელის, განსხვავებით თურქეთისაგან.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა აგვისტოს თვეში გამოაცხადა, რომ რუსული გაზის იმპორტის ნაწილის საფასურს თურქეთი რუსულ ვალუტაში, რუბლში იხდის. გასულ წელს თურქეთმა თავისი გაზის მოთხოვნილების თითქმის ნახევარი რუსეთიდან დაფარა.