მაიმუნის ყვავილები

აშშ–ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლის გუნდში ექიმი დემეტრე დასკალაკისი ჩართო. დასკალაკისი გეია და სოცქსელებში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს გეიწვეულებებიდან.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ბაიდენის ადმინისტრაცია, ალბათ, იმედოვნებს, რომ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლაში ინიციატივებს ლგბტ თემი მხარს დაუჭერს. მანამდე პრესაში აშშ-ის ხელისუფლება გეი თემის წევრების სტიგმატიზაციის გამო გააკრიტიკეს.

უფრო ადრე თეთრმა სახლმა მაიმუნის ყვავილის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი ქმედებების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის არის ვაქცინების მიწოდება და ლგბტ ღონისძიებების მხარდაჭერა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ გეები მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკის ზონაში არიან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ მასმედია იუწყებოდა, რომ მადრიდში მაიმუნის ყვავილის აფეთქების კერა გეი-საუნა იყო.

ამერიკელმა ადმირალმა, ტრანსგენდერმა რეიჩელ ლევინმა განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილი “ყველაზე ძლიერ შეეხო გეი და ბისექსუალ მამაკაცებს”.

ლუკა მაისურაძე. Geworld.ge.