21-ე საუკუნის ილია ჭავჭავაძე…უნიკალური ადამიანი…ღვთის საჩუქარი…შეფასებები ბიძინა ივანიშვილზე

ვტორი: გურიის მოამბე
21-ე საუკუნის ილია ჭავჭავაძე...უნიკალური ადამიანი...ღვთის საჩუქარი...შეფასებები ბიძინა ივანიშვილზე

საზოგადოების ცნობილი სახეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულები არიან, განსაკუთრებული შეფასებებით გამოირჩევიან მისი მისამართით. ღმერთის საჩუქარი, ბრძენი, ილია ჭავჭავაძე-კონკრეტული სიტყვებით ბატონ ბიძინას “ოცნების” დეპუტატებიც ხშირად მოიხსენიებენ.

გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ვრცელი შეფასებებიდან, როდესაც ეს ადამიანები სხვადასხვა არხზე ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილზე ესაუბრებიან:

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი-“მგონია, რომ ბატონი ბიძინა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ქველმოქმედია. ვნახოთ, 21-ე საუკუნე შობს კიდევ თუ არა მასზე დიდ ქველმოქმედს. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ მე მასთან მაქვს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალის და ბატონის დამოკიდებულება”

 ” ბიძინა ბატონი? რას ლაპარაკობთ! ბიძინასნაირი წმინდა და სუფთა ადამიანი მეორე”… ავთანდილ მარგიანი

მსახიობი, გურანდა გაბუნია: “აი, ღმერთი მოტრიალდა ჩვენსკენ და გადმოგვიგდო ბატონი ბიძინა. ამ კაცს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ სიკეთე, სიკეთე, სიკეთე… დაუმთავრებელი. ქედს ვუხრი. ივანიშვილი ხალხს საჭმელს აჭმევს, პურს აჭმევს.

ენძელა მაჭავარიანი, პარლამენტარი: ,,ბატონმა ბიძინამ ყველა სცხოვრება შეცვალა,როცა იმ რეჟიმისგან გაგვათავისუფლა. მე ჩემ პირად დამოკიდებულებაზე მის მიმართ ახლა არ ვისაუბრებ ჟურნალისტი ვარ და როცა დრო მოვა ამას ჩემს მემუარებში დავწერ”

მსახიობი ლალი ბადურაშვილი: “ივანიშვილი უაღრესად განათლებული კაცია. გარდა იმისა, რომ ბიძინამ მოგვცა სამება, ამოდენა ოპერა, თეატრი, სკოლები, რად უნდა ბიძინას საქართველო იყიდაო რომ იძახიან? თვითონ ხარჯავს აქეთ უამრავ თანხას. მთელი საქართველო ჰყავს ჩამოკიდებული. ტვინით გადატენილი კაცია. 24 საათი წიგნებშია ჩაფლული. ვერაფერს ვერ ხედავთ. აი, ესა ხართ ქართველები. ილია მოკალით, აკაკის ათქმევინეთ ფურთხის ღირსი ხარო. რუსთაველი გააქციეთ. არავინ არ გინდათ თქვენ, ვინც ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებს”.

რეჟისორი ქეთი დოლიძე: “ივანიშვილი ჩვენ არასოდეს დაგვპირებია, რომ მწვანე მინდორზე გავწვებოდით და საჭმელს ჩაგვიყრიდა პირში და ოქროებს ჩამოგვიყრიდა.

როგორ შეიძლება არ დაინახო იმდენი რამ, რასაც “ქართუ” აკეთებს საქართველოში. რომ აკეთებს, ამითი გვყიდულობს? ქუთაისში რომ ამხელა საუნივერსიტეტო კომპლექსი შენდება, ეს რა, მე მიკეთებს? მე არ მიკეთებს, იმიტომ რომ ჩემ ორივე შვილს დამთავრებული აქვს. თუ ჩემ შვილიშვილს მოესწრება, ძალიან ბედნიერი ვიქნები”.

ეკა ბესელია, პარლამენტარი: “ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ადამიანი.

მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ყოფილი პარლამენტარი : ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ფასიც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. მკრეხელობაში და გაზვიადებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ თავის დროზე როდესაც ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა, მას ქონდა ძალიან დიდი ფასი და როლი. ახლა 21-ე საუკუნეა სხვა საჭიროებებია, მე პირდაპირ არ ვამბობ , რადგან მას თვითონვე არ მოეწონება, არ უყვარს ასეთი მაღალი შეფასებები, მაგრამ გავა დრო და თუ დავაკვირდებით კიდევ არ ვიცით ამ ადამიანის ფასი, თავისი შრომით, ენერგიით, მეცენატობით რომელიც აუწონებელი და შეუფასებელია, მსგავსი არავის გაუკეთებია არც მეოცე და არც ოცდამეერთე საუკუნეში“- განაცხადა მანანა კობახიძემ.