სერბეთის ლიდერის აზრით, ამჟამად სერბეთში მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგია.

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების წინააღმდეგნი არიან. ამის ერთ–ერთი მიზეზი არის დასავლეთის ფარისევლური მიდგომა უკრაინის მოვლენების მიმართ.

ვუჩიჩი: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზეა და უარს არ იტყვის მასზე, მაგრამ, ახლა რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ევროკავშირში სერბეთის შესვლის შესახებ, სერბეთის მოქალაქეები “არა”-ს იტყვიან. სერბეთის ლიდერის აზრით, ამჟამად სერბეთში მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგია.

ლუკა მაისურაძე. Geworld.ge.