20 წლიანი იქ ყოფნის შემდეგ ასე სამარცხვინოდ გამოქცეული

აშშ-ის ავღანეთიდან გამოსვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, 2 დღეში მოხდა და აშშ-მა ყველა ავღანელი მოკავშირე გაწირა:

გიორგი ახვლედიანი: “20 წლიანი იქ ყოფნის შემდეგ ასე სამარცხვინოდ გამოქცეული ზესახელმწიფოს არმია ქაბულიდან არ ვიცი საერთოდ როგორ დაუშვეს, აქამდე როგორ მიიყვანეს. თან ეს ყველაფერი 2 დღეში მოხდა, უცებ გავიგეთ, რომ ამერიკელები გარბიან ავღანეთიდან, არც წინაპირობა იყო, არც ინფორმაციები, რომ იქ რაღაცა შეფერხებებია, რაღაცა პრობლემებია, იქიდან უნდა წამოვიდნენ. არა, უცებ გავიგეთ, რომ თვითმფრინავში ჩასხდა სუყველა და გამოიქცნენ ავღანეთიდან, დატოვეს მთელი ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში მათზე მუშაობდნენ.