მოსკოვი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში „Noble Partner 2022“ წვრთნების ფარგლებში, ნატოს მძიმე სამხედრო ტექნიკა ევროპიდან საქართველოში შემოვიდა.

მოსკოვი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში „Noble Partner 2022“ წვრთნების ფარგლებში, ნატოს მძიმე სამხედრო ტექნიკა ევროპიდან საქართველოში შემოვიდა – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი დენის გონჩარი.

„მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორკვირიანი მრავალეროვნული მანევრების Noble Partner 2022 ფარგლებში, რომელიც მეორე დღეს დასრულდა, ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად სახმელეთო გზით თურქეთის გავლით მოხდა“, – აცხადებს გონჩარი.

მისი თქმით, მოსკოვი ხედავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ აქტივობას, ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღით აღჭურვას და სამხედრო წვრთნების ჩატარებას შეერთებული შტატებისა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით. ეს არა მხოლოდ გამოწვევაა რუსეთისთვის, არამედ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს,- აღნიშნულია ინტერვიუში.