უკრაინაში მეომარი ქართველებიც, რომლებიც, მათი განმარტებით, აგრესიულ რუსეთს ებრძვიან. სინამდვილეში ცნობილი ფაქტია, რომ ამ ბრძოლის მასტიმულირებელი, ფულია და არა პატრიოტიზმი ანდა უკრაინის ფრონტზე საქართველოს დაცვა.

ბოლო ერთმა კვირამ დაგვანახა რუსეთის დასაშლელად კოლექტიური დასავლეთის გამოკვეთილი გეგმები. თითქოს ამაში ახალი არაფერია. ამ ქვეყნის ისტორიის მანძილზე მსგავსს არაერთხელ ჰქონია ადგილი, რომელთა შორის ნაპოლეონისა და ჰიტლერის შემოსევები განსაკუთრებულია, ვინაიდან დასავლეთის მიერ მსხვერპლად გამიზნული რუსეთი უძლიერეს ქვეყნად იქცა.

ორივე შემთხვევაში რუსეთს არა მარტო საფრანგეთ-გერმანია ებრძოდა, არამედ, თუ სრული არა, ნახევარზე მეტი ევროპა.

ბოლო ერთმა კვირამ დაგვანახა, რომ უკრაინის ფრონტი, რუსეთთან დასაპირისპირებლად შექმნილი, სცდება პოლიტიკურ რიტორიკას და საქმეზე გადადის. საქმე კი ასეთია — ძალისმიერი გზით, ანუ ომით რუსეთის დამარცხება და დაშლა.

გეგმა არახალია. გასული საუკუნის 90-იან წლებშიც ფართოდ ცნობილი, მაგრამ მაშინ რეალური შედეგის არმომტანი. ხელისშემშლელი ფაქტორი არაერთია, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ელცინის გადადგომა და რუსეთის სათავეში პუტინის მოსვლა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთმა, საბჭოთა კავშირის დაშლის ეიფორიაში მყოფმა, ზედიზედ ვერ მოახდინა ძალთა მობილიზება საბჭოეთის მემკვიდრის, რუსეთის დასაშლელად, თუმცა რუსეთის დაშლის სურვილი არათუ გაუნელდა, პირიქით გაუძლიერდა — პროპაგანდის სახით.დასავლეთის მოხერხებულობას უნდა მიეწეროს რუსეთის ელიტის გადაბირება და მისი ანტირუსულად, ანტისაბჭოურად ამეტყველება. რუსი ინტელიგენცია თავდავიწყებით გმობდა, აძაგებდა ყოველივე საბჭოურს — ეტრფოდა და შესციცინებდა დასავლურს.

რუს ლიბერალთა ახალი თაობა მიზანმიმართულად უხვრეტდა და უხვრეტს ტვინს რუსეთის მოსახლეობას დასავლური სიკეთეების შესახებ, რუსეთის ჩამორჩენილობის თაობაზე. რუსეთის თანამედროვე პოლიტიკა მათთვის მიუღებელია. მიუღებელია რუსეთის ტერიტორიული სიდიდეც. მათთვის მისაღებია დაქუცმაცებული რუსეთი — პატარ-პატარა ქვეყნებად დაყოფილი და სუსტი, ვიდრე ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.

რუსმა ლიბერალებმა იოლად გაიკვლიეს გზა კოლექტიური დასავლეთისკენ და მისი ფინანსებით, იდეოლოგიური ერთიანობით წარმატებით ეპაექრებიან რუსეთის ხელისუფლებას, აგროვებენ ფულს უკრაინის არმიის დასახმარებლად, კატეგორიულად მოითხოვენ უკრაინიდან ჯარის გამოყვანას, მზად არიან უკრაინასთან მოსალაპარაკებლად, თუნდაც კაპიტულაციის შედეგით.

დასავლეთის დაბეჯითებული, თანმიმდევრული პოლიტიკით რუსეთის ხელისუფლებას არაერთ პრობლემათა შორის 2 გამოკვეთილი თავსატკივარი აქვს — უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია და შინ, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიებში სისტემატური გამოსვლის დროს არათუ აკრიტიკებს, არამედ ლანძღავს ხელისუფლებას.

ლანძღვის ახალი ტალღა უკრაინის არმიის კონტრშეტევას მოჰყვა, რომლის დროს რუსეთის ჯარი გამოდევნილი იქნა ბალაკლეიდან, იზიუმიდან, სხვა პატარ-პატარა დასახლებებიდან. უკრაინის ჯარის შეტევამ არა მარტო რუს ოპოზიციონერებს მისცა ახალი სტიმული ხელისუფალთა საგინებლად, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისაც, რომელიც პოზიტიურად არის განწყობილი პუტინისა და მისი ხელისუფლების მიმართ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ჯარმა უკან დაიხია იმისთვის, რომ მოემზადოს თავდასხმისთვის, რის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

განცხადებამ არ დააკმაყოფილა საზოგადოების ცხოველი ინტერესი. უკმაყოფილება გრძელდება. კონტრშეტევით მიღწეულმა წარმატებამ ფრთები შეასხა ზელენსკისა და მის ნაცისტურ გუნდს და უკან დაბრუნებულ ქალაქებსა და სოფლებს, სხვებიც დაუმატა, თან პერსპექტიული გეგმაც გააჟღერა — რუსეთის ქალაქების დაპყრობა, მოსკოვის ჩათვლით, რუსეთის ხელისუფლების დამხობა და რუსეთის დაქუცმაცება, მისთვის ძალის ისე გამოცლა, რომ იარაღის მოხმარების თავი აღარასდროს ჰქონდეს.

უკრაინის წარმატებამ უზომოდ გაახარა საქართველოს პოლიტიკა, განსაკუთრებით ოპოზიცია. თითქმის ყველა სატელევიზიო არხით მოსახლეობას აუწყებენ უკრაინელთა გამარჯვებას, უკრაინის არმიის წინსვლას. ეიფორიულ პროცესში არიან ჩართული უკრაინაში მეომარი ქართველებიც, რომლებიც, მათი განმარტებით, აგრესიულ რუსეთს ებრძვიან. სინამდვილეში ცნობილი ფაქტია, რომ ამ ბრძოლის მასტიმულირებელი, ფულია და არა პატრიოტიზმი ანდა უკრაინის ფრონტზე საქართველოს დაცვა.

საქართველოს მოსახლეობის ყურები რახანია შეეჩვია ე.წ. ქართულ პატრიოტიზმს. ერაყიდან, ავღანეთიდან, აფრიკიდან დაწყებული, როდესაც საქართველოს საჯარისო ნაწილები ოფიციალურად იღებდნენ მონაწილეობას იქაურ სამხედრო ოპერაციებში ამერიკელთა მითითებით და მათ მხარდამხარ.

უკრაინის ფრონტი სხვაა — ნეონაციზმით შეღებილი. ამ ფრონტზე საქართველო ოფიციალურად არ არის წარმოდგენილი, თუმცა უცხოეთის ომებში ნავარჯიშევი ქართველი მეომრები ნებაყოფლობით იბრძვიან უკრაინაში, თავის გასამართლებლად კი გაჰყვირიან, რომ უკრაინელებს ეხმარებიან რუს აგრესორებთან ომში.

უცხოელ „ბოევიკთა“ რაოდენობა მნიშვნელოვანია. რომელი ქვეყნისას არ ნახავთ უკრაინაში — აშშ-დან დაწყებული, ახლო აღმოსავლეთითა და ავღანეთით დამთავრებული. ისინი პროფესიონალი მეომრები არიან — ფულზე და არა იდეებზე მეომარნი. ამ ინტერნაციონალში ქართველებიც არიან. მათი ანაზღაურებაც ისეთია, როგორიც სხვების. ისინიც, ისეთი სისასტიკით გამოირჩევიან დატყვევებული რუსი მეომრების მიმართ, როგორც ფაშისტური „აზოვის“, „აიდარის“, „პრავი სექტორის“, სხვა დაჯგუფებების წევრები.ისინიც, ისე არიან დაბრმავებული და დაყრუებული, როგორც სხვა უცხოელი „ბოევიკები“, რომლებიც ვერ ხედავენ რა ყაიდის უკრაინელების გვერდით იბრძვიან. ვერ ხედავენ სვასტიკებით „დამშვენებულ“ მათ სხეულს, სამხედრო ფორმას, ლიტერატურას — ჰიტლერის, ბანდერას, სხვა ფაშისტი გერმანელ-უკრაინელის პორტრეტებით გაჯერებულს.

ერთი საუკუნეც არ გასულა მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, და ისევ ფაშიზმი — ამჯერდ უკრაინული. ისევ ევროპა-ამერიკის მიერ წაქეზებული ყავისფერი ჭირი, ამჯერად უკრაინული ყვითელ-ლურჯი დროშის ფერი. ისევ უკიდეგანო დახმარება იარაღით და ფულით უკრაინის ნეოფაშიზმის განსამტკიცებლად.

მილიარდობით დოლარს ხარჯავს ამერიკა-ევროპა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული ნეოფაშიზმის საბრძოლველად. მიზანი? ისე, როგორც უწინ, რუსთის განადგურება — ფიზიკური!

ამ მიზანს ემსახურებიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ნატოს სამხედრო სპეციალისტებიც, რომლებიც ფრონტის ხაზზე ასწავლიან უკრაინელ ჯარისკაცებს მათ მიერ მიწოდებული იარაღიდან სროლას, სამიზნედ ქცეული რუსი მეომრისკენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უცხოელ „ბოევიკთა“ რაოდენობა 16000-ს აჭარბებს.

სახეზე გვაქვს რუსეთ-ნატოს სამხედრო დაპირისპირება, უკრაინელთა აქტიური მონაწილეობით. უკრაინის ტერიტორიის სამხედრო მოქმედების თეატრად გადაქცევა.ისინიც, ისე არიან დაბრმავებული და დაყრუებული, როგორც სხვა უცხოელი „ბოევიკები“, რომლებიც ვერ ხედავენ რა ყაიდის უკრაინელების გვერდით იბრძვიან. ვერ ხედავენ სვასტიკებით „დამშვენებულ“ მათ სხეულს, სამხედრო ფორმას, ლიტერატურას — ჰიტლერის, ბანდერას, სხვა ფაშისტი გერმანელ-უკრაინელის პორტრეტებით გაჯერებულს.

ერთი საუკუნეც არ გასულა მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, და ისევ ფაშიზმი — ამჯერდ უკრაინული. ისევ ევროპა-ამერიკის მიერ წაქეზებული ყავისფერი ჭირი, ამჯერად უკრაინული ყვითელ-ლურჯი დროშის ფერი. ისევ უკიდეგანო დახმარება იარაღით და ფულით უკრაინის ნეოფაშიზმის განსამტკიცებლად.

მილიარდობით დოლარს ხარჯავს ამერიკა-ევროპა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული ნეოფაშიზმის საბრძოლველად. მიზანი? ისე, როგორც უწინ, რუსთის განადგურება — ფიზიკური!

ამ მიზანს ემსახურებიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ნატოს სამხედრო სპეციალისტებიც, რომლებიც ფრონტის ხაზზე ასწავლიან უკრაინელ ჯარისკაცებს მათ მიერ მიწოდებული იარაღიდან სროლას, სამიზნედ ქცეული რუსი მეომრისკენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უცხოელ „ბოევიკთა“ რაოდენობა 16000-ს აჭარბებს.

სახეზე გვაქვს რუსეთ-ნატოს სამხედრო დაპირისპირება, უკრაინელთა აქტიური მონაწილეობით. უკრაინის ტერიტორიის სამხედრო მოქმედების თეატრად გადაქცევა.თვითგვემაა, როდესაც ევროპა, ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეულ ისეთ ნაბიჯებს დგამს, ქვის ხანისკენ მიბრუნებას რომ წააგავს. ევროპაში მცხოვრებთ ისე ჩაუტენეს თავში გაზის, ელექტროენერგიის მომჭირნედ მოხმარება, რომ ლამისაა წამმზომს უყურონ ტანის დაბანის დროს. გერმანიის ენერგეტიკის მინისტრი ჰაბეკი ტელევიზიით აცხადებს, რომ დღეში ერთხელ და ისიც 5 წუთით — გრილი შხაპის მიღება და არა ცხელის, დასაშვებია.

მთავრობის სხვა წევრები 4 წუთზე ამახვილებენ ყურადღებას, გარდა ამისა, მოუწოდებენ მომხმარებლებს, ზამთარში 19 გრადუსზე მეტად არ გაათბონ ბინა და ა.შ. Geo info from.