ბრძოლა მართლმადიდებელ ქრისტიანობასა და აგრესიულ ნეოლიბერალიზმს, გნებავთ, ლგბტ გარყვნილთა შორის.

აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის მიწაზე მიმდინარე ომში ვინ გაიმარჯვებს? ასეთი კითხვის დასმაც კი არალეგიტიმურად, გნებავთ, მკრეხელობად მიმაჩნია, რადგან არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის ყველა, დიდი თუ მცირე, კონფლიქტი, მათ შორის ეს ომიც, არის ბრძოლა მართლმადიდებელ ქრისტიანობასა და აგრესიულ ნეოლიბერალიზმს, გნებავთ, ლგბტ გარყვნილთა შორის. სატანასთან წილნაყარ ძალას, რომელსაც არც სხვა ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებზე „ამოსდის მზე და მთვარე“ და რომელიც, სამწუხაროდ, ლამის მთელ „ცივილიზებულ“ სამყაროს მართავს, მინუს თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, რომელშიც უკვე 9 სრულუფლებიანი წევრია: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ახლახან ირანიც დაემატა. თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცის მორიგ სამიტს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობდა.

ჩამოთვლილი სახელმწიფოების მოსახლეობა ლამის დედამიწაზე მცხოვრებთა ნახევარია. ამას პლუს ის რეალობა, რომ 8-დან 4 ბირთვული სახელმწიფოა. აქედან დასკვნა: შანხაის ორგანიზაციას არანაირი შიში არ აქვს „ცივილიზებული დასავლეთის (აშშ), გარდა ერთისა _ ლგბტ თემის საცეცებმა დემოკრატიის ნიღბით შანხაის ორგანიზაციის ქვეყნებშიც არ შეაღწიოს.

დასასრულ, კიდევ ერთი არგუმენტი პუტინის სასარგებლოდ, რომელიც შანხაის სამიტის მონაწილე ყველა პირველ პირს (რომლებიც, სხვათა შორის, უპირობოდ უჭერენ მხარს პუტინის „აგრესიას“) ერთი-ერთზე დაელაპარაკა, მათ შორის ჩინეთის პირველ პირს, რომლის ვიზიტი სამარყანდში პირველი გასვლა იყო პეკინიდან პანდემიის დაწყების შემდეგ…

პუტინს, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის მოსახლეობის 70-75 % უჭერს მხარს.
სწორედ ამ პროცენტების გამო ეს ომი პუტინის პირადი ომია, რომელშიც მარცხის უფლება არ აქვს და მათთან, ვისაც კიევის გამარჯვების იმედი აქვს, კამათი წყლის ნაყვაა. მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს „საიდუმლო იარაღი“, გენერალი ზამთარი, მარაგში აქვს. ევროპის წამყვან ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) უკვე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, საზოგადოდ, ფასების, პირველ რიგში, ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინააღმდეგ. პროტესტი სიცივის მატების პირდაპირპროპორციულად მოიმატებს და ბოლოს იმ ნიშნულს მიაღწევს, როცა ქუჩებში გამოჩნდება პლაკატი-ბანერები ასეთი წარწერებით: „დემოკრატიის, მით უმეტეს კიევის დედაც, დაგვიბრუნეთ ბინებში სითბო და კრუასანები!“

სამარყანდის სამიტის თითქმის პარალელურად საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა ნატოს სამხედრო წვრთნები, რომლებიც წინა ხუთისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ვაზიანის ბაზაზე „ღირსეული პარტნიორი _ 2022“-ის საზეიმო გახსნას საქართველოს არც თავდაცვის მინისტრი, არც პრემიერი არ დასწრებიან. ყველაზე მაღალი ჩინი, რომელმაც ნატოს წევრ ქვეყნებს სწავლების საზეიმო გახსნა მიულოცა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი იყო.

ამ აშკარა დემარშმა იმედი გამიჩინა, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლო პერიოდში ღობე-ყორეს ედება, ანუ ვერ გაუგია, პირი საით ქნას, ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ნატოსთან 30-წლიანმა „ღირსეულმა პარტნიორობამ“ ცუდის მეტი არაფერი მოგვცა და, აქედან გამომდინარე, რუსეთთან ღირსეული ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა.
დავით მხეიძე Geworld.ge.