სამარყანდის სამიტმა (2022 წლის 15-16 სექტემბერი) დასავლეთის ჰეგემონია დაანგრია და გაეროს ალტერნატივაც წარმოაჩინა.

სამარყანდის სამიტმა (2022 წლის 15-16 სექტემბერი) დასავლეთის ჰეგემონია დაანგრია და გაეროს ალტერნატივაც წარმოაჩინა. თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამარყანდის სამიტის უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობას, სხვა რომ არაფერი, დასავლეთის რეაქციაც ადასტურებს. ამ მოვლენას თეთრ სახლში დაუფარავი უკმაყოფილებით შეხვდნენ. განსაკუთრებული შეშფოთება პუტინისა და სი ძინპინის ხაზგასმულმა სიახლოვემ გამოიწვია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან–პიერმა განაცხადა: “ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება რუსეთისა და ჩინეთის ღრმა კავშირების გამო. საგანგაშოა ორი ქვეყნის პოზიციათა დაახლოება და სწორება ერთმანეთის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრესიულ ომს აწარმოებს. ეს შეხვედრა ასეთი სწორების მაგალითი იყო”.

მიუხედავად ამისა, სამარყანდის სამიტის მნიშვნელობა არც რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებამდე დაიყვანება და არც აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ორგანიზებული თანამშრომლობის დაწყებამდე. ამ სამიტის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მან ერთპოლუსიან მსოფლიოს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. სამარყანდში სასწაულებრივი შემობრუნება მოხდა. დასავლეთის წინაშე დიდი ხნის განმავლობაში თავჩაღუნული აღმოსავლეთი წელში გაიმართა და მსოფლიოს ყურთასმენას თითქოს ახლა მისწვდა იმპერატორ ეკატერინე დიდის მიერ მეთვრამეტე საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები:
აღმოსავლეთმა დასავლეთი სამარყანდში დააჩოქა
პუტინის ბადეში მოყოლილი ევროკავშირი, ნატო და აშშ

სექტემბერი 19, 2022 118

რუსეთის , ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერები სამარყანდის სამიტზე
სამარყანდის სამიტმა (2022 წლის 15-16 სექტემბერი) დასავლეთის ჰეგემონია დაანგრია და გაეროს ალტერნატივაც წარმოაჩინა. თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამარყანდის სამიტის უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობას, სხვა რომ არაფერი, დასავლეთის რეაქციაც ადასტურებს. ამ მოვლენას თეთრ სახლში დაუფარავი უკმაყოფილებით შეხვდნენ. განსაკუთრებული შეშფოთება პუტინისა და სი ძინპინის ხაზგასმულმა სიახლოვემ გამოიწვია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან–პიერმა განაცხადა: “ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება რუსეთისა და ჩინეთის ღრმა კავშირების გამო. საგანგაშოა ორი ქვეყნის პოზიციათა დაახლოება და სწორება ერთმანეთის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრესიულ ომს აწარმოებს. ეს შეხვედრა ასეთი სწორების მაგალითი იყო”.

მიუხედავად ამისა, სამარყანდის სამიტის მნიშვნელობა არც რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებამდე დაიყვანება და არც აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ორგანიზებული თანამშრომლობის დაწყებამდე. ამ სამიტის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მან ერთპოლუსიან მსოფლიოს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. სამარყანდში სასწაულებრივი შემობრუნება მოხდა. დასავლეთის წინაშე დიდი ხნის განმავლობაში თავჩაღუნული აღმოსავლეთი წელში გაიმართა და მსოფლიოს ყურთასმენას თითქოს ახლა მისწვდა იმპერატორ ეკატერინე დიდის მიერ მეთვრამეტე საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები: «Бог дал русским особые свойства… верю, взойдет звезда Востока, откуда должен воссиять свет, ибо там (в России) больше, чем где-нибудь хранится под пеплом духа, мощи и силы». თითქმის საუკუნით გვიან თეოდორ დოსტოევსკი კიდევ ერთხელ მიუბრუნდება აღმოსავლეთის თემას და ეპოქათა სათქმელს ერთ ლაკონურ წინადადებაში ჩააქსოვს: “От Востока звезда сия воссияет!“

რუსეთში საუკუნეების განმავლობაში ინტერესდებოდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის თემით, რადგან ყოველთვის გრძნობდნენ და ესმოდათ ის განსხვავება, რომელიც ამ ცივილიზაციათა შორის არსებობდა. იმ პერიოდში, როცა რუსეთის სახელმწიფო მხოლოდ ფეხს იდგამდა, ალექსანდრე ნეველი აღმოსავლეთსა და დასავლეთს ასე განასხვავებდა ერთმანეთისგან: “დასავლეთში თავდაცვა უნდა გააძლიერო, მეგობრები კი აღმოსავლეთში ეძებო!” ამ ნათქვამიდან თითქმის ცხრა საუკუნის გასვლის შემდეგ უკვე ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებული უკიდეგანო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე თემაზე ისე ღრმა შინაარსით დატვირთულ წინადადებას იტყვის, რომ იგი წარმოთქმისთანავე აფორიზმად გადაიქცევა: “რუსეთი კი არ მდებარეობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღმოსავლეთი და დასავლეთი მდებარეობს რუსეთის მარჯვნივ და მარცხნივ“.პროცესი დაიძრა. პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (თითქმის მთელი აღმოსავლეთი) კილექტიური დასავლეთის მიერ ნანგრევებად ქცეული მსოფლიო წესრიგისა და ფეხქვეშგათელილი საერთაშორისო სამართლის ადგილზე ახალი წესრიგისთვის საფუძვლის ჩასაყრელად და გლობალური კატასტროფისკენ მიმართული დასავლური პოლიტიკისთვის მტკიცე უარის სათქმელად ერთ მრგვალ მაგიდას მიუჯდა. სამიტის მთავარი აქტორები, რა თქმა უნდა, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები – ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი იყვნენ. პუტინმა ეს მდგომარეობა ასე შეაფასა: “მსოფლიო სწრაფად იცვლება, უცვლელი მხოლოდ რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობაა!” სამარყანდის სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი კი არ ექცევა იზოლაციაში, როგორც ამას დასავლეთი ირწმუნება, არამედ თვითონ დასავლეთი რჩება ერთგვარ ვაკუუმში. როგორც პუტინმა უწოდა, “ერთპოლარული მოდელის მახინჯი მოვლენა” მთავრდება. დასავლეთის მიერ სანქციების ენით გაუთავებელმა საუბარმა დანარჩენ მსოფლიოსთან ის შედეგი გამოიღო, რომ ქვეყნები არამხოლოდ დასავლეთის დიქტატისგან, არამედ ამ დიქტატის მექანიზმებისგან გათავისუფლებას იწყებენ. სავაჭრო ურთიერთობებში დოლარის ადგილს თანდათანობით ნაციონალური ვალუტები იკავებს. ეს ფაქტი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა. პუტინს ადრეც ჰქონდა ნათქვამი: “ჩვენი მიზანი არ არის დოლარის ზონიდან გასვლა, თვითონ დოლარი მიდის ჩვენგან. ისე გამოდის, რომ ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, გასროლას ახდენენ არა საკუთარი ფეხების მიმართულებით, არამედ უფრო მაღლა, ვინაიდან დოლარით ანგარიშსწორებაში შექმნილი არასტაბილურობა მსოფლიოს ეკონომიკებს ალტერნატიული სარეზერვო ვალუტებისკენ და დოლარისგან დამოუკიდებელი ანგარიშსწორების სისტემებისკენ ლტოლვას უჩენს“.გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის როლი იზრდება არამხოლოდ მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდით (მას უკვე ახალი წევრი ჰყავს ირანის სახით), არამედ მისი შინაარსის ზრდითაც. შანხაის თანამშრომლობის ბაზაზე უკვე შედგა არასპეციალიზებული და არაფორმალური საერთაშორისო ორგანიზია, რომელიც საკუთარ თავზე მალე აიღებს გაეროს ფუნქციათა ერთ ნაწილს. მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის აშკარა და თავხედური მცდელობით დასავლეთმა გაერო, პრაქტიკულად, უფუნქციოდ დატოვა, რითაც საერთაშორისო სამართალი, როგორც სახელმწიფოთა შორის იურიდიული ურთიერთობის ფორმა, მთლიანად მოშალა და მსოფლიო ანარქიისა და განუკითხაობის მღვრიე მორევში მოისროლა.არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელებს ნიუ-იორკში (მანჰეტენზე) 42-ე და 48-ე ქუჩებს შორის ამაყად წამომართული ოცდაცხრამეტსართულიანი ნაგებობის (არქიტექტორი ლე კორბიუზიე _ საფრანგეთი), რომელშიც გაეროს შტაბ-ბინაა განთავსებული, მსხვილ ბიზნესმენთა ოფისებად გაქირავება მოუწიოთ, რადგან საერთაშორისო სიმძიმის ცენტრი აშკარად აღმოსავლეთისკენ გადაიხარა. აქ, რა თქმა უნდა, მთავარი ის კი არ არის, საერთაშორისი ურთიერთობათა ცენტრი ფიზიკურად რომელ ნახევარსფეროში იქნება განთავსებული, არამედ ის, რომ იმას, რაც დასავლეთმა დაანგრია, აღმოსავლეთი ააშენებს, ანუ მსოფლიო აღარ დარჩება დასავლეთის მიერ ვერაგულად შემოთავაზებული მართვადი ქაოსის ვითარებაში. ახლოვდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი საერთაშორისო სამართალი. მთავარია, ეს პროცესი გლობალური ომისა და საერთაშორისო კატასტროფის გარეშე წარიმართოს. ამერიკელთა მცდელობა იმ მიმართულებით, რომ მსოფლიო არამხოლოდ მართულ ქაოსში, არამედ გლობალური ომის ქარცეცხლში გახვიონ, აშკარაა. იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი, ლიბია, ტუნისი, ეგვიპტე, სირია, ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, უკრაინა, ცენტრალური აზია და სხვა ცხელი წერტილები აშშ-ის მიერ სხვადასხვა დროს დანთებული ის კერები იყო, რომლებსაც მსოფლიო ხანძარი უნდა გამოეწვია. ახლა მთელი ყურადღება უკრაინისკენაა გადატანილი, რადგან მათ მიერვე ჩაგდებულმა ფაშიზმის თესლმა უკრაინაში ყველაზე კარგად გაიხარა. აქედან გამომდინარე, იმედი აქვთ, რომ უკრაინა მეოცე საუკუნის ფაშისტური გერმანიის მასშტაბებს მიაღწევს, ვინაიდან ირგვლივ საამისოდ კარგი ნიადაგი ეგულებათ. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და, რაც მთავარია, თვითონ გერმანია ის სახელმწიფოებია, რომელთა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში პირწავარდნილი ფაშისტები (ლიზ ტრასი, ანჯეი დუდა, ოლაფ შოლცი და სხვ.) არიან მოკალათებულნი. როგორც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში გატენეს ფაშისტური გერმანია ფინანსებითა და შეიარაღებით, ახლაც, ყოველგვარი მორიდებისა და თუნდაც ყასიდად შეფარვის გარეშე ეზიდებიან მძიმე საარტელერიო და საზენიტო დანადგარებს, ტანკებსა და თვითმფრინავებს უკრაინის იმ ხელისუფლების დასახმარებლად, რომელმაც ამერიკელთა ბინძური დავალების შესრულება პრიორიტეტად დაისახა, საკუთარი მოსახლეობა კი საზარბაზნე ხორცად აქცია.
აღმოსავლეთმა დასავლეთი სამარყანდში დააჩოქა
პუტინის ბადეში მოყოლილი ევროკავშირი, ნატო და აშშ

სექტემბერი 19, 2022 118

რუსეთის , ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერები სამარყანდის სამიტზე
სამარყანდის სამიტმა (2022 წლის 15-16 სექტემბერი) დასავლეთის ჰეგემონია დაანგრია და გაეროს ალტერნატივაც წარმოაჩინა. თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამარყანდის სამიტის უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობას, სხვა რომ არაფერი, დასავლეთის რეაქციაც ადასტურებს. ამ მოვლენას თეთრ სახლში დაუფარავი უკმაყოფილებით შეხვდნენ. განსაკუთრებული შეშფოთება პუტინისა და სი ძინპინის ხაზგასმულმა სიახლოვემ გამოიწვია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან–პიერმა განაცხადა: “ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება რუსეთისა და ჩინეთის ღრმა კავშირების გამო. საგანგაშოა ორი ქვეყნის პოზიციათა დაახლოება და სწორება ერთმანეთის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრესიულ ომს აწარმოებს. ეს შეხვედრა ასეთი სწორების მაგალითი იყო”.

მიუხედავად ამისა, სამარყანდის სამიტის მნიშვნელობა არც რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებამდე დაიყვანება და არც აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ორგანიზებული თანამშრომლობის დაწყებამდე. ამ სამიტის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მან ერთპოლუსიან მსოფლიოს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. სამარყანდში სასწაულებრივი შემობრუნება მოხდა. დასავლეთის წინაშე დიდი ხნის განმავლობაში თავჩაღუნული აღმოსავლეთი წელში გაიმართა და მსოფლიოს ყურთასმენას თითქოს ახლა მისწვდა იმპერატორ ეკატერინე დიდის მიერ მეთვრამეტე საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები: «Бог дал русским особые свойства… верю, взойдет звезда Востока, откуда должен воссиять свет, ибо там (в России) больше, чем где-нибудь хранится под пеплом духа, мощи и силы». თითქმის საუკუნით გვიან თეოდორ დოსტოევსკი კიდევ ერთხელ მიუბრუნდება აღმოსავლეთის თემას და ეპოქათა სათქმელს ერთ ლაკონურ წინადადებაში ჩააქსოვს: “От Востока звезда сия воссияет!“

რუსეთში საუკუნეების განმავლობაში ინტერესდებოდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის თემით, რადგან ყოველთვის გრძნობდნენ და ესმოდათ ის განსხვავება, რომელიც ამ ცივილიზაციათა შორის არსებობდა. იმ პერიოდში, როცა რუსეთის სახელმწიფო მხოლოდ ფეხს იდგამდა, ალექსანდრე ნეველი აღმოსავლეთსა და დასავლეთს ასე განასხვავებდა ერთმანეთისგან: “დასავლეთში თავდაცვა უნდა გააძლიერო, მეგობრები კი აღმოსავლეთში ეძებო!” ამ ნათქვამიდან თითქმის ცხრა საუკუნის გასვლის შემდეგ უკვე ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებული უკიდეგანო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე თემაზე ისე ღრმა შინაარსით დატვირთულ წინადადებას იტყვის, რომ იგი წარმოთქმისთანავე აფორიზმად გადაიქცევა: “რუსეთი კი არ მდებარეობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღმოსავლეთი და დასავლეთი მდებარეობს რუსეთის მარჯვნივ და მარცხნივ“.

პროცესი დაიძრა. პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (თითქმის მთელი აღმოსავლეთი) კილექტიური დასავლეთის მიერ ნანგრევებად ქცეული მსოფლიო წესრიგისა და ფეხქვეშგათელილი საერთაშორისო სამართლის ადგილზე ახალი წესრიგისთვის საფუძვლის ჩასაყრელად და გლობალური კატასტროფისკენ მიმართული დასავლური პოლიტიკისთვის მტკიცე უარის სათქმელად ერთ მრგვალ მაგიდას მიუჯდა. სამიტის მთავარი აქტორები, რა თქმა უნდა, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები – ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი იყვნენ. პუტინმა ეს მდგომარეობა ასე შეაფასა: “მსოფლიო სწრაფად იცვლება, უცვლელი მხოლოდ რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობაა!” სამარყანდის სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი კი არ ექცევა იზოლაციაში, როგორც ამას დასავლეთი ირწმუნება, არამედ თვითონ დასავლეთი რჩება ერთგვარ ვაკუუმში. როგორც პუტინმა უწოდა, “ერთპოლარული მოდელის მახინჯი მოვლენა” მთავრდება. დასავლეთის მიერ სანქციების ენით გაუთავებელმა საუბარმა დანარჩენ მსოფლიოსთან ის შედეგი გამოიღო, რომ ქვეყნები არამხოლოდ დასავლეთის დიქტატისგან, არამედ ამ დიქტატის მექანიზმებისგან გათავისუფლებას იწყებენ. სავაჭრო ურთიერთობებში დოლარის ადგილს თანდათანობით ნაციონალური ვალუტები იკავებს. ეს ფაქტი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა. პუტინს ადრეც ჰქონდა ნათქვამი: “ჩვენი მიზანი არ არის დოლარის ზონიდან გასვლა, თვითონ დოლარი მიდის ჩვენგან. ისე გამოდის, რომ ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, გასროლას ახდენენ არა საკუთარი ფეხების მიმართულებით, არამედ უფრო მაღლა, ვინაიდან დოლარით ანგარიშსწორებაში შექმნილი არასტაბილურობა მსოფლიოს ეკონომიკებს ალტერნატიული სარეზერვო ვალუტებისკენ და დოლარისგან დამოუკიდებელი ანგარიშსწორების სისტემებისკენ ლტოლვას უჩენს“. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის როლი იზრდება არამხოლოდ მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდით (მას უკვე ახალი წევრი ჰყავს ირანის სახით), არამედ მისი შინაარსის ზრდითაც. შანხაის თანამშრომლობის ბაზაზე უკვე შედგა არასპეციალიზებული და არაფორმალური საერთაშორისო ორგანიზია, რომელიც საკუთარ თავზე მალე აიღებს გაეროს ფუნქციათა ერთ ნაწილს. მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის აშკარა და თავხედური მცდელობით დასავლეთმა გაერო, პრაქტიკულად, უფუნქციოდ დატოვა, რითაც საერთაშორისო სამართალი, როგორც სახელმწიფოთა შორის იურიდიული ურთიერთობის ფორმა, მთლიანად მოშალა და მსოფლიო ანარქიისა და განუკითხაობის მღვრიე მორევში მოისროლა.

არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელებს ნიუ-იორკში (მანჰეტენზე) 42-ე და 48-ე ქუჩებს შორის ამაყად წამომართული ოცდაცხრამეტსართულიანი ნაგებობის (არქიტექტორი ლე კორბიუზიე _ საფრანგეთი), რომელშიც გაეროს შტაბ-ბინაა განთავსებული, მსხვილ ბიზნესმენთა ოფისებად გაქირავება მოუწიოთ, რადგან საერთაშორისო სიმძიმის ცენტრი აშკარად აღმოსავლეთისკენ გადაიხარა. აქ, რა თქმა უნდა, მთავარი ის კი არ არის, საერთაშორისი ურთიერთობათა ცენტრი ფიზიკურად რომელ ნახევარსფეროში იქნება განთავსებული, არამედ ის, რომ იმას, რაც დასავლეთმა დაანგრია, აღმოსავლეთი ააშენებს, ანუ მსოფლიო აღარ დარჩება დასავლეთის მიერ ვერაგულად შემოთავაზებული მართვადი ქაოსის ვითარებაში. ახლოვდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი საერთაშორისო სამართალი. მთავარია, ეს პროცესი გლობალური ომისა და საერთაშორისო კატასტროფის გარეშე წარიმართოს. ამერიკელთა მცდელობა იმ მიმართულებით, რომ მსოფლიო არამხოლოდ მართულ ქაოსში, არამედ გლობალური ომის ქარცეცხლში გახვიონ, აშკარაა. იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი, ლიბია, ტუნისი, ეგვიპტე, სირია, ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, უკრაინა, ცენტრალური აზია და სხვა ცხელი წერტილები აშშ-ის მიერ სხვადასხვა დროს დანთებული ის კერები იყო, რომლებსაც მსოფლიო ხანძარი უნდა გამოეწვია. ახლა მთელი ყურადღება უკრაინისკენაა გადატანილი, რადგან მათ მიერვე ჩაგდებულმა ფაშიზმის თესლმა უკრაინაში ყველაზე კარგად გაიხარა. აქედან გამომდინარე, იმედი აქვთ, რომ უკრაინა მეოცე საუკუნის ფაშისტური გერმანიის მასშტაბებს მიაღწევს, ვინაიდან ირგვლივ საამისოდ კარგი ნიადაგი ეგულებათ. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და, რაც მთავარია, თვითონ გერმანია ის სახელმწიფოებია, რომელთა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში პირწავარდნილი ფაშისტები (ლიზ ტრასი, ანჯეი დუდა, ოლაფ შოლცი და სხვ.) არიან მოკალათებულნი. როგორც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში გატენეს ფაშისტური გერმანია ფინანსებითა და შეიარაღებით, ახლაც, ყოველგვარი მორიდებისა და თუნდაც ყასიდად შეფარვის გარეშე ეზიდებიან მძიმე საარტელერიო და საზენიტო დანადგარებს, ტანკებსა და თვითმფრინავებს უკრაინის იმ ხელისუფლების დასახმარებლად, რომელმაც ამერიკელთა ბინძური დავალების შესრულება პრიორიტეტად დაისახა, საკუთარი მოსახლეობა კი საზარბაზნე ხორცად აქცია.

სწორედ ამერიკული სცენარით ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელახალი დაპირისპირება კავკასიაში; ტაჯიკეთისა და ყირგიზეთისა _ ცენტრალურ აზიაში; საბერძნეთისა და თურქეთისა -ევრაზიაში. აშშ-ის მმართველი ძალები (სადაც პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ნომინალურ როლს ასრულებენ) ამას შეგნებულად აკეთებენ. სისტემური კრიზისი, რომელიც აშშ-ში კარგა ხნის დაწყებულია და სულ უფრო ღრმავდება, ამ უზარმაზარ და ჯერ კიდევ უძლიერეს იმპერიას სამოქალაქო ომისა და დაშლის რეალური საშიშროების წინაშე აყენებს, რომლისგანაც თავის დაღწევის საიმედო გარანტიას ისინი გლობალურ ომში ხედავენ, ამიტომ ქმნიან და კრავენ ცეცხლის რკალს რუსეთის ირგვლივ, ამიტომ ამწვავებენ ჩინეთისა და ტაივანის ურთიერთობას. ნენსი პელოსი ეშმაკის მოციქულივით იმიტომ ჩავიდა ტაივანში, რომ ჩინეთიც ისევე ჩაითრიონ ომში, როგორც რუსეთი ჩაითრიეს. ეშმაკის ეს მოციქული ახლა სომხეთს ეწვია და მხარდაჭერა გამოუცხადა, რითაც აზებაიჯანელები უკიდურესად გააღიზიანა. აშშ–ის მესამე პირის ეს ნაბიჯი კავკასიის ასაფეთქებლად არის გამიზნული. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება ვერ ჩაითრიეს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის ბინძურ ჩანაფიქრში, კავკასიაში ხანძრის გაჩაღებას ისინი სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების გზით ცდილობენ, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი ამ საკითხებშიც ერთად არიან. პუტინმა სამარყანდში ხმამაღლა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის იდეას. ამერიკელები კი აძლიერებენ და ააქტიურებენ უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას, რითაც ომის მსვლელობაში გარდატეხის შეტანას ცდილობენ. მრავალ შეკითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ უკრაინის ოპერაციაში რუსეთი ჯერჯერობით უღიმღამოდ გამოიყურება, იმდენად უღიმღამოდ, რომ კოლექტიური დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადასვლასაც კი ახერხებს. პუტინმა სამარყანდში ამ შეკითხვას ორაზროვნად უპასუხა:რუსეთი გარკვეულ დრომდე თავშეკავებულად პასუხობს უკრაინულ დარტყმებს და ტერაქტებს, მაგრამ ამასწინათ რუსეთის სამხედრო ძალებმა საგრძნობი დარტყმები მიაყენეს უკრაინის არმიას. ჩავთვალოთ, რომ ეს გაფრთხილება იყო“. უკრაინული კონტრშეტევის შეფასებისას პუტინმა ირონიას მიმართა: “ვნახოთ, რით დასრულდება ყველაფერი, – флаг в руки!” (რუსული გამოთქმაა, რომლითაც სუსტ მოწინააღმდეგეს იმ დროს მიმართავენ, როდესაც მისი მარცხი გარდაუვალია, მაგრამ იგი ფარ-ხმალს არ ყრის და უმწეოდ ფართხალებს).

აშკარაა, რომ პუტინი ამ ოპერაციის დასრულებას არ ჩქარობს. ჩემი აზრით, იგი ფეხს იმის გამო ითრევს, რომ მისთვის უკრაინა სამიზნე კი არ არის, სამხედრო მოქმედებათა პოლიგონია მხოლოდ, რომელიც დასავლეთმა შეარჩია. პუტინის სამიზნე გადაწყვეტილებათა მიმღები ის ცენტრებია, რომლებიდანაც მთელი ეს ვერაგობა მოდის. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მის ბადეში ერთდროულად მოყვნენ ევროკავშირიც, ნატოც და აშშ-იც. ამ თამამი აზრის გამოთქმის უფლება, სხვა საინტერესო მოვლენებთან ერთად, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტმაც მომცა, რომლის მნიშვნელობას ლაკონურად თუ შევაფასებთ, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ აღმოსავლეთმა დასავლეთი სამარყანდში დააჩოქა.

ვალერი კვარაცხელია. Geworld.ge.