როგორ უნდა შევინახოთ მონაცემთა ბაზები და რას ნიშნავს დატა ცენტრი?
ბიზნესსექტორში უმნიშვნელოვანესია მონაცემების შენახვა და მათი განთავსება უსაფრთხო სერვერებზე. არის შემთხვევები, როდესაც კომპანია კარგავს მონაცემებს. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ არ აქვთ რეზერვი. მეორე მხრივ, ზოგიერთ ბიზნესს არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა სერვერების შესანახად. ამ პროცესშიც უამრავი პრობლემა იჩენს თავს. თუმცა, ამის გადაჭრის მარტივი გზა არსებობს – მონაცემთა ბაზები უნდა შევინახოთ ისეთ ადგილას, როგორიც არის დატა ცენტრი.
რა არის დატა ცენტრი?
დატა ცენტრი არის სპეციალური დაწესებულება, სადაც განთავსებულია კომპანიის სერვერები. მისი უპირატესობებია:
• შესაბამისი ინფრასტრუქტურა
• უსაფრთხოება
• კლიმატ კონტროლი
• ინტერნეტისა და ელექტროენერგიის უწყვეტი კავშირი
რა თქმა უნდა, ორგანიზაციას შეუძლია საკუთარი მონაცემთა ბაზები თავად შეინახოს, თუმცა, საკუთარი სივრცის მოწყობას დიდი ფინანსური და დროითი რესურსი სჭირდება. ბევრად უფრო ხელსაყრელია, თუ ითანამშრომლებთ შესაბამისი სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან. თუ გსურთ, რომ ნაკლები რესურსი დახარჯოთ, ამაში კომპანია ვეზირი დაგეხმარებათ. ვეზირის დატა ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
რისგან შედგება დატა ცენტრი?
• სერვერები
• მონაცემთა შენახვის აპარატურა
• დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა
• სარეზერვო კოპირებისა და არქივაციის სისტემა
მონაცემთა შენახვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის სისტემა
რა უპირატესობები აქვს ვეზირს?
• სისტემური გადაწყვეტები
• ინოვაციური ხედვა
• საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 საქმიანობა
• 24 წლიანი გამოცდილება
• პროფესიონალთა გუნდი
თუ გჭირდებათ, რომ თქვენი კომპანიის მონაცემთა ბაზები დაცულად იყოს შენახული (დატა ცენტრი კი ამისთვის იდეალური ადგილია), დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ვეზირს ცხელ ხაზზე + (995 32) 225 16 14