სჯობდა ასე პირაკრული მჯდარიყო სახლში და გაეროში არაფერი ეთქვა!

მირეკავს სხვადასხვა ხალხი და აბა, რა ხდება, რა უნდა ამ რუსეთს ჩვენგან, ლუკაშენკო რატომ ჩამოიყვანეს სოხუმში “ჩვენს” დაუკითხავად და მისთ. გირჩევთ, თქვენი დიდი მოაზროვნე, დიპლომატი და, ზოგადად, გენიოსი, ირაკლი ღარიბაშვილი შეისწავლოთ.

ვინც ვერ გაიგეთ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის არსი, თქვენი სათაყვანებელი ღარიბაშვილი, ვითარცა დიდი ფილოსოფოსი, გადაიკითხეთ ხოლმე!
არ მოისვენა თუ არ მოასვენეს, აუცილებლად უნდა ელაყაფა გაეროს ტრიბუნაზე. სჯობდა ასე პირაკრული მჯდარიყო სახლში და გაეროში არაფერი ეთქვა!

მოკლედ და კონკრეტულად – ახალს არაფერს გთავაზობთ, მხოლოდ ჩვენი ირაკლის “ღარიბული” მარგალიტები, რომლებიც მან გაეროს ტრიბუნაზე გადმოაფრქვია – და მიხვდებით, რატომ არის საქმე ცუდად; ლუკაშენკოს აფხაზური ვიზიტი მხოლოდ დასაწყისია!

მაშ ასე, ირაკლის მარგალიტები:

(((ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საერთო მიზნებისკენ მიმავალი საერთო საქმისთვის ყველაფრის გაკეთება, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია.

ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის ყველა ასპექტის რეფორმირებასა და მოდერნიზებას უმაღლესი გლობალური სტანდარტების მიღწევამდე.

ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს. ))) ავტორი: ვოლოდიმირი არახამია. Geo info from.