ყველაზე მძიმე ვითარება გერმანიაშია, სადაც მოსახლეობას უკვე გაუძვირდა გადასახადები 70%-ით; ვარაუდობენ, რომ ზამთარში ევროპაში გადასახადები დაახლოებით 210%-ით გაძვირდება, რაც ძალიან ბევრია. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპაში გაჩნდა კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას შეშით მომარაგებას სთავაზობენ და… შეშა ამაზონზეც იყიდება. რა თქმა უნდა, გამოჩდნენ თაღლითებიც, რომლებმაც ათასობით მოქალაქე უკვე გადააგდეს და ფული არაფერში გადაახდევინეს. ევროპის წამყვანი ქვეყნები ცდილობენ, შეშის საკითხი ბელარუსთან მოლაპარაკებით მოაგვარონ, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამოდის – ალექსანდრე ლუკაშენკომ პირდაპირ თქვა, ჩვენი ტყეებით სარგებლობის უფლება ნახევარი საუკუნით რუსეთს გადავეცით და მას ელაპარაკეთო. ახლა ყველაზე სასაცილო ის იქნება, შეშაც რომ ამერიკამ შესთავაზოს ბებერ კონტინენტს და ისიც ზუსტად ისევე ხუთმაგ ფასში, როგორც ბუნებრივ აირს სთავაზობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპამ ცეცხლთან თამაში როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, უკვე დაიწყო და გლობალური დათბობის პრობლემებზე ამ ზამთარს ნამდვილად აღარ იმსჯელებენ, მთელ ევროპას ბოლი აუვა და იმიტომ.
დაახლოებით ერთ თვეში (საუკეთესო შემთხვევაში ევროპისთვის) გამათბობლის გარეშე ყოფნა გაუსაძლისი გახდება, ბუნებრივი აირის პრობლემა კი ჯერაც არმოგვარებულა. ამერიკიდან მიწოდებული ხუთჯერ ძვირი აირი საკმარისი მაინც არ არის და ევროპელი ლიდერები მოსახლეობას ამზადებენ იმისთვისაც, რომ გაზრდილი ტარიფების გადახდის მსურველი, შესაძლოა, ბევრი იყოს, მაგრამ რეალურად აირი არ იყოს საკმარისი, რადგან საკმარის ოდენობას ევროპას მხოლოდ მხოლოდ რუსეთი აწვდიდა. ევროკავშირი ამ ეტაპზე უკან დახევას რომ არ აპირებს, იქიდანაც ჩანს, რომ სანქციების ახალი პაკეტი გაამზადეს და, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ისევ შეუძახეს, ამ ახალ პაკეტს მაინც შეუერთდითო. გულახდილად ვთქვათ, ერთადერთი, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად არ გვაღელვებს, ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მომარაგების საკითხია. ანუ, ყველამ ვიცით, რომ დენისა და ბუნებრივი აირის პრობლემა არ იქნება და არ იქნება მანამ, სანამ არ შევუერთდებით სანქციებს და, რაც მთავარია, სანამ არ ვიტყვით, რომ აღარ გვინდა რუსული ბუნებრივი აირი. უკრაინაში ვითარება ახლა ისეთია, ევროპამ და ამერიკამ რამე თუ არ მოიფიქრეს, შესაძლოა, ყველაფერი წყალში ჩაეყაროთ. Geworld.ge.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი