ნატო არ დაუშვებს ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას რუსული სპეცოპერაციის დასრულებამდე.

ნატო არ დაუშვებს ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას რუსული სპეცოპერაციის დასრულებამდე, – ამის შესახებ წერს New York Times-ი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ეფუძნება ურთიერთთავდაცვის დოქტრინას და უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა, რომ ნება მიეცეს ქვეყანას, რომელიც კონფლიქტშია ჩაერთული“, – წერენ სტატიის ავტორები ენდრიუ კრამერი და დენ ბილეფსკი.

გამოცემა იხსენებს, რომ საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებოდნენ ან სკეპტიკურად უყურებდნენ უკრაინის ალიანსში შესვლას. გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, შემდგომი სამხედრო ვალდებულებების შიშით, წარსულშიც უხალისოდ დაუჭირა მხარი უკრაინის გაწევრიანებას.

„მაშინაც კი, თუ კიევმა შეძლო ამ დაბრკოლებების გადალახვა, შესაძლოა მას სხვა პრობლემები შეექმნას“, – ნათქვამია სტატიაში. ფაქტია, რომ ნატო იცავს „ღია კარის პოლიტიკას“ და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანდეს, თუ ის გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ქვეყანა აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები საპირისპიროს ამტკიცებენ.

სტატიაში მოცემულია ექსპერტების მოსაზრებები. ისინი აღნიშნავენ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამჟამად „საუკეთესო შემთხვევაში, მოჩვენებითია“. პროცესი შეიძლება წლობით გაგრძელდეს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ, დე ფაქტო, უკრაინამ უკვე გაიარა გზა ალიანსში გასაწევრიანებლად და დაამტკიცა თავისი თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და ორგანიზაციის წესდებაზე ხანგრძლივი განხილვებით შემოიფარგლა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ წევრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი, ანუ დაამტკიცოს ნატოს 30-მა ქვეყანამ. Geworld.ge.