2 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ათასობით რუმინელი გამოვიდა მთავრობის პოლიტიკის, ენერგომატარებლებზე ფასების მომატებისა და ცხოვრების დონის დაცემის გასაპროტესტებლად.

2 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ათასობით რუმინელი გამოვიდა მთავრობის პოლიტიკის, ენერგომატარებლებზე ფასების მომატებისა და ცხოვრების დონის დაცემის გასაპროტესტებლად, _ იუწყება politnavigator.net–ი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ უნივერსიტეტის მოედანზე, სადაც მოხდა 1989 წლის რევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ კი გადაინაცვლეს ვიქტორიის მოედანზე, სადაც მდებარეობს რუმინეთის მთავრობის შტაბ-ბინა.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ რუმინეთის სამფეროვანი დროშები და პლაკატები მკაფიო გზავნილებით: “მე მინდა ეროვნული მთავრობა”, Ro-Exit “ (“რუმინეთის გასვლა ევროკავშირიდან”), “ევროკავშირი _ ერების საპყრობილე”, “ნატო _ გლობალისტების არმია”, “ჯანმო _ დანაშაულებრივი ორგანიზაცია” და ა.შ.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს მთავრობისა და პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის გადადგომა. ბუქარესტში ვიქტორიის მოედანზე გამართული საპროტესტო აქციების ლიდერია სენატორი დიანა სოსოაკა, რომელმაც აქციის დაწყების წინ მთავრობას გაუგზავნა მოთხოვნების სია, რომელშიც მითითებულია შემდეგი:

“ამრიგად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ რუსი ხალხის ძირითად მოთხოვნებს:

1. პატივისცემას რუმინეთის კონსტიტუციის, რომელიც პრიორიტეტულია ევროპულ კანონმდებლობაზე. მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის პირველი მუხლის თანახმად, რუმინეთმა ევროკავშირში შესვლის შეთანხმებას, აგრეთვე, სხვა შეთანხმებებსა და კონვენციებს ხელი მოაწერა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ.

რუმინეთი ეროვნული სახელმწიფოა, სუვერენული და დამოუკიდებელი, უნიტარული და განუყოფელი;

2. ენერგიაზე (ელექტრობა და ბუნებრივი აირი) ფასების დაბრუნება წარმოების ფასთან რაც შეიძლება ახლოს (მაქსიმალური ფასნამატი 5%), იმის გათვალისწინებით, რომ ის იწარმოება ადგილზე, და ეროვნული ინტერესები არის პრიორიტეტული, ხოლო ენერგეტიკული სფერო _ სტრატეგიული;

3. ენერგეტიკული კომპანიების ნაციონალიზაცია და ენერგიის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანიების, აგრეთვე, სხვა სახელმწიფო კანონების გაყიდვის შეწყვეტა;

4. რუმინეთის ყველა ბუნებრივი რესურსის ნაციონალიზაცია;

5. შახტებისა და თბოელექტროსადგურების მუშაობის განახლება, აგრეთვე, ახალი შახტების გახსნა, როგორც ამას აკეთებენ სხვა ევროპული სახელმწიფოები;

6. სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის აღდგენა;

7. 5G ტექნოლოგიის დანერგვის აკრძალვა რუმინეთის ტერიტორიაზე და უკვე არსებული მოწყობილობებისა და ციფრული იდენტიფიკაციის გაუქმება;

8. ტრანსნაციონალური კორპორაციების დაბეგვრა და მათ მოღვაწეობაზე ზედამხედველობის დაწესება მათ სწორად შესაფასებლად და მათგან მოგების მისაღებად;

9. უცხოელთათვის მიწის ფლობის აკრძალვა, რადგან ეს მხოლოდ რუმინეთის მოქალაქეების ატრიბუტია;

10. სპეციალური პენსიების გაუქმება;

11. ქვეყნის დევალვაციის შედეგად შექმნილი ან ყველა უკანონო აქტივების კონფისკაცია;

12. რუმინეთის მოქალაქეების ხელფასებისა და პენსიების მომატება ევროპულ დონემდე, თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების ხელფასების შემცირება საშუალო ხელფასამდე;

13. ქვეყნის თავდაცვის სისტემის აღდგენა;

14. უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემის შეწყვეტა არაოფიციალური მარშრუტებითაც კი. ჩვენ მოვუწოდებთ რუმინეთს სრული ნეიტრალიტეტისკენ ამ კონფლიქტში, რუმინეთის ტერიტორიაზე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტრანზიტების აკრძალვისკენ კონფლიქტის ზონაში, აგრეთვე, რუმინეთის გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით პირობების შექნისკენ ამ რაიონში ზავის დასადებად;

15. მართლმსაჯულების გათავისუფლება რუმინეთისა და უცხოეთის პოლიტიკისა და სპეცსამსახურების უღლისგან;

16. რუმინეთის გამოსვლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და ჯანმოს ნებისმიერი ცენტრის გახსნის აკრძალვა რუმინეთის ტერიტორიაზე;

17. ბავშვებისა და მოზარდების ცნობიერების გარყვნის შეწყვეტა გენდერული იდენტობის აღზრდისა და აშკარა სექსუალურობის პროპაგანდის აკრძალვით;

18. პანდემიის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების, 60 ათასი ადამიანის სიკვდილის გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა;

19. სავალდებულო და იძულებითი ვაქცინაციის, აგრეთვე, ყველა შეზღუდვის აკრძალვა და რუმინეთში პანდემიის ოფიციალურად დასრულება;

20. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ნებისმიერი ფორმის ცენზურის აკრძალვა;

21. მთავრობისა და მოღალატეთა პოლიტიკური კლასის გადადგომა და დემოკრატიული რიგგარეშე არჩევნების ორგანიზება;

22. ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარება ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ წართმეული ყველა სიმდიდრისა და ფინანსების დაბრუნებით”.

ლუკა მაისურაძე. Geworld.ge.