ორგანიზაციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს.

სოხუმისა და ცხინვალის პრობლემის მოსაგვარებლად ქოცებს ნაბიჯი არ გადაუდგამთ და კვლავ ანგლოსაქსების დაკვეთილ სიმღერას მღერიან: „მოსკოვს მანამდე არ დაველაპარაკებით, სანამ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან სამხედრო ბაზებს არ გაიყვანენ“, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდეო… ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს ულტიმატუმი განხორციელდა _ საინტერესოა, რუსებს რაღაზე უნდა ველაპარაკოთ, კრასნოდარ-სოჭის დაბრუნებაზე?
……….
ათასჯერ თქმულს ათასმეერთედ გავიმეორებ: სასწრაფოდ უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა! ეს არც ისე დიდი ხნის შემდეგ ერგნეთის როლს ითამაშებს და უმთავრეს შედეგამდე _ აფხაზი და ქართველი ერების (დავუკვირდეთ ნათქვამს – აფხაზი და ქართველი ერები და არა აფხაზეთი და საქართველო) შერიგებამდე მიგვიყვანს. ეს კი გარკვეულწილად რუსეთთან დიალოგსაც ნიშნავს, რუსეთთან, რომელმაც უკრაინის 4 რეგიონის მიერთებით მთელი ცივილიზებული ლიბერასტული დასავლეთი, ნატო და აშშ, უხეშად თუ ვიტყვით, ფეხებზე დაიკიდა და შოკში ჩააგდო იმ განცხადებით, რომ უკრაინაში რუსეთსა და ნატოს შორის მიმდინარე ომში ისეთ იარაღს გამოიყენებს (იმედია, არაბირთვულს), როგორიც ჯერ არ გამოუყენებია.

ცოტა ხნის წინათ კი სამარყანდში გაიმართა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი და ამ ორგანიზაციის მე-9 წევრად ირანი მიიღეს. რუსეთისათვის სამიტის მთავარი შედეგი არის ის, რომ ორგანიზაციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს. სამიტზე დემონსტრაციულად გადაეხვივნენ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის პირველი პირები – ვლადიმერ პუტინი და სი ძინ პინი. ამან აშშ-ის შეშფოთება გამიწვია და სწოედ ამ შეშფოთების პასუხი იყო ნენსი პელოსის ვიზიტი ჯერ კუნძულ ტაივანზე, რომელსაც ჩინეთი თავის საკუთრებად მიიჩნევს. აშშ-ის ეს აშკარა პროვოკაცია ჩინეთმა უმკაცრესად დაგმო. აშშ-ის წარმომაგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მოგვიანებით ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთს საჯაროდ დაუჭირა მხარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რამაც მეორე დღესვე საომარი მოქმედებების განახლება გამოიწვია. მაგრამ კონფლიქტში დროულად ჩაერთვნენ მოსკოვი და ანკარა, როგორც რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის გარანტორები.

ამ ყოველივეს დავუმატოთ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს მოულოდნელი ვიზიტი აფხაზეთში, რომელსაც ორივე მხარე სავაჭრო ურთიერთობებით ნიღბავს. სინამდვილეში კი ეს ვიზიტი გამაფრთხილებელი იყო. რუსეთის მიერ, პრაქტიკულად, მთელი ლიბერასტული დასავლეთის დაკიდება ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ძლიერი გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი. დავით მხეიძე. Geworld.ge.