ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაადანაშაულა აშშ და ისრაელი სიტუაციის დესტაბილიზაციაში.

ირანმა ოფიციალურად დაადანაშაულა აშშ და ისრაელი ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაფინანსებაში და მხარდაჭერაში
ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაადანაშაულა აშშ და ისრაელი სიტუაციის დესტაბილიზაციაში.

ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც მე-20 დღეა გრძელდება, ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაადანაშაულა შეერთებული შტატები და ისრაელი მათ მხარდაჭერაში, მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერაში. ალი ხამენეის თქმით, ვაშინგტონი ხელოვნურად აღვივებს ვითარებას, აპირებს საზოგადოების გახლეჩვას, თუმცა თეირანი მზადაა აქტიურად დაუპირისპირდეს ამას.

“ეს არეულობები და არასტაბილურობა ამერიკამ, სიონისტურმა რეჟიმმა და მათმა თანამშრომლებმა დაგეგმეს”, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ.

საპროტესტო აქციები ისლამური რესპუბლიკის ერთბაშად 30 დიდ ქალაქში დაიწყო, 22 წლის მაჰსა ამინის დაკრძალვის შემდეგ. ეს ქურთი გოგონა მორალის პოლიციამ „თავსაბურის არასწორად ტარებისთვის“ დააკავა. პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას მას გულის შეტევა დაემართა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის მიზეზი უბედური შემთხვევა იყო, ირანის მოქალაქეებმა, შეერთებული შტატებისა და ისრაელის ინფორმაციული გავლენით გაჯერებულმა, მაჰსა ამინის გარდაცვალება წარმოადგინეს როგორც მკვლელობა, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის სიტუაცია ირანის ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების კონტროლს ექვემდებარება, თუმცა საპროტესტო აქციებით ირანის ათობით ქალაქია მოცული.