პუტინი: რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რათა კრიტიკული პროდუქტები მიაწოდოს გაჭირვებულ ქვეყნებს.

საქონლის მიწოდების ჯაჭვების აღსადგენად, რუსეთი მოუწოდებს ყველა ხელოვნური ბარიერის აღმოფხვრისაკენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში CICA-ს მეექვსე სამიტზე.

ეს აუცილებელია გლობალური სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რათა კრიტიკული პროდუქტები მიაწოდოს გაჭირვებულ ქვეყნებს.

მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეული არ აღწევს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიდი ხანია აყენებს ამ საკითხს.

მისი თქმით, ამ ქვეყნებში სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით მდგომარეობა არ იცვლება, რაც „სრული თაღლითობაა დასავლეთის მხრიდან. …. რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ასეთი განცხადება მან ასტანაში, აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის (CICA) სამიტზე გააკეთა.

„რა თქმა უნდა, აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩამოვაყალიბოთ თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემა, დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე და გაეროს წესდებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა მიუთითა აზიის მთავარ როლზე ახალ მრავალპოლარულ სამყაროში. პუტინის თქმით, რეგიონში ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება.

ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსული მხარე ითხოვს ყველა ხელოვნური ბარიერის აღმოფხვრას საქონლის მიწოდების ჯაჭვის აღსადგენად. ეს, პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია გლობალური სასურსათო უსაფრთხოების სფეროში პრობლემების გადასაჭრელად.