ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში მიიწვია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში მიიწვია. სოჭში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში – „ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს“- განაცხადა პუტინმა.

„სიამოვნებით გიწვევთ როგორც აზერბაიჯანის ლიდერს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს. შეგიძლიათ შეთანხმდეთ თარიღზე, და როგორც მე მესმის, არსებობს ინტერესი რუსეთში შეხვედრასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პუტინმა დსთ-ს სამიტზე. alt.info.