ეშმაკშეჩენილნი ტერორისტული უკრაინის გვერდით დგომა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს.

დონალდ ტრამპმა 2016 წელს მისისიპის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოსვლისას პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ბრალი დასდო ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული სახელმწიფოს (ე.წ. “ისლამური სახელმწიფო“) შექმნაში. ამგვარ განცხადებას როდესაც აკეთებს პოლიტიკოსი, რომელიც შემდეგ ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია, ეს სახელმწიფოს მიერ გაკეთებული აღიარებაა იმისა, რომ აშშ ტერორისტული დაჯგუფებების შექმნიდან ტერორისტული სახელმწიფოების შექმნაზეა გადასული.

ამერიკელებმა ერთი ტერორისტული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში თუ შექმნეს, მეორე ტერორისტული სახელმწიფო უკრაინის სახით პირდაპირ ევროპაში ჩამოაყალიბეს. იქამდე (ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში) თვითონ რუსეთის შემადგენლობაში ჩაუყარეს საფუძველი ტერორისტულ რესპუბლიკას, რომლის მეთაურად სეპარატისტი ჯოხარ დუდაევი დასვეს და ამით არამხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ რუსეთის რღვევასაც დაუდეს სათავე.

აშშ, სადაც უნდა მოქმედებდეს (ევროპის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიის თუ თვით ამერიკის კონტინენტზე), ყველგან და ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ, როგორც ჩეჩნეთში მოკალათებულ საერთაშორისო (დასავლურ) ტერორისტულ ბუდეს, ასევე ახლო აღმოსავლეთში აღმოცენებულ (დასავლურ) ტერორისტულ “ისლამურ სახელმწიფოს” ვლადიმერ პუტინმა მოუღო ბოლო, რითაც ტერორიზმის საშინელებისგან, პირველ რიგში, ჩეჩენი და სირიელი ხალხი იხსნა. ახლა ჯერი დასავლური ტერორიზმისა და ფაშისტური ჭირისგან უკრაინის განთავისუფლებაზე მიდგა. უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება დიდხანს მალავდა საკუთარ ტერორისტულ სახეს, მაგრამ, როგორც ქართველები ვამბობთ-ხოლმე, ჭირმა თავი არ დამალა.

8 ოქტომბერს რუსეთის უმნიშვნელოვანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე (ყირიმის ხიდი) ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელსაც, ნგრევასთან ერთად, ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა. 10 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბასტრიკინთან შეხვედრისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: “რუსეთის უაღრესად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ავტორები, შემკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“. 12 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კი შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: “ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილე ბუდანოვი, თანამშრომლები და მათი აგენტურაა.” რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ტექსტის შემდგომ ნაწილს, სიზუსტისთვის, ორიგინალის ენაზე მოგაწვდით: “Как установило следствие, взрывное устройство было закамуфлировано в рулоны со строительной полиэтиленовой пленкой на 22 паллетах общим весом 22770 кг и в начале августа „отправлено из морского порта г. Одессы в болгарский г. Русе по контракту № 02/08/2022 между ООО „Транслогистик УА“ (г. Киев) и „Baltex Capital S.A.“;
ეშმაკშეჩენილნი
ტერორისტული უკრაინის გვერდით დგომა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს

ოქტომბერი 13, 2022 274

ეს ტექსტი ჩვენთვის, ქართველებისთვის, თანდათან უფრო საინტერესო ხდება: „К организации переправки груза из Болгарии в порт г. Поти (Грузия), а затем в Армению были привлечены граждане Украины Цюркало Михаил Владимирович, 1975 г.р., Ковач Денис Олегович, 1979 г.р., Соломко Роман Иванович, 1971 г.р., граждане Грузии Иносаридзе Сандро, брокер по имени „Леван“ и гражданин Армении Терчанян Артур, 1985 г.р.”

როგორც ხედავთ, საქმეში საქართველოც გამოჩნდა და ტერაქტში მონაწილე ქართველიც. ამის შემდეგ მოქმედება ასე ვითარდება: „С 29 сентября по 3 октября 2022 г. в г. Ереване в терминале „Трансальянс“ груз был растаможен по правилам ЕврАзЭС и произведена подмена документов, после чего его отправителем уже являлось ООО „ГУ АР ДЖИ ГРУП“ (Республика Армения, г. Алаверди), а получателем ООО „Лидер“ (г. Москва)“, – сообщили в спецслужбе.

В дальнейшем, на зарегистрированном в Грузии грузовом автомобиле DAF 4 октября груз пересек российско-грузинскую границу в пункте пропуска „Верхний Ларс“ и 6 октября был доставлен и разгружен на оптовой базе Армавира Краснодарского края.

7 октября сего года при содействии Р. Соломко, гражданина Украины Злоба Владимира Васильевича, 1987 г.р., и еще пяти установленных граждан России документы на груз снова были изменены, отправителем было указано ООО „ТЭК-34“ (г. Ульяновск), а получателем несуществующая фирма в Республике Крым. В этот же день паллеты были загружены в грузовой автомобиль гражданина России Юсубова Махира, 1971 г.р., „который выехал в г. Симферополь, а 8 октября 2022 г. в 06:03 при следовании по Крымскому мосту был осуществлен подрыв“.

სრულიად ნათელია , რომ აშშ-მა, უკრაინის სახით, შუაგულ ევროპაში ტერორისტული სახელმწიფო ჩამოაყალიბა, მაგრამ აქ დროებით დავანებოთ თავი აშშ-საც, უკრაინასაც, მათ მიერ ერთობლივად დაგეგმილ ტერაქტსაც და ყურადღება იმ მიმართულებით გავამახვილოთ, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საქმემ ქართველთა მონაწილეობის გარეშე ვერ ჩაიარა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, თუმცა ამჯერად ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილ კონკრეტულ ქართველსაც თავი დავანებოთ და ზოგადი ხასიათის რამდენიმე შეკითხვა დავსვათ: რა ამოძრავებთ იმ ქართველებს, რომლებმაც უკრაინის დროშის ფერი ჭინჭებით ააჭრელეს მთელი საქართველო?

* რა ამოძრავებთ იმ ქართველებს, რომლებიც უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან და იხოცებიან?

* რა ამოძრავებთ იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად მოგვიწოდებენ და ყველაფერს აკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად?

* რა ამოძრავებთ იმ ქართველებს, რომლებიც მერვე თვეა, დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულნი და ქართველ ხალხს უკრაინის უცილობელ გამარჯვებაში არწმუნებენ?

რუსეთთან ომს რისი მოტანაც შეუძლია ამა თუ იმ ხალხისთვის, საკუთარ მაგალითზეც გვაქვს ნანახი და ახლა უკრაინის მაგალითზეც ვხედავთ. უკრაინა, მართალია, ხელოვნურად შეკოწიწებული იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგი არსებობდა, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფო. მეტიც, იგი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. იგი საბჭოთა პერიოდში ეკონომიკურად და კულტურულად უაღრესად განვითარებული რესპუბლიკა გახლდათ და თავისუფლად შეეძლო კიდევ უფრო განვითრებულიყო. უკრაინა იყო რუსული ენერგომატარებლების ევროპაში ტრანზიტორი სახელმწიფო, რომელსაც ამ საქმიდან უზარმაზარი რაოდენობის შემოსავლები შესდიოდა და, რაც მთავარია, თავზესაყრელად ჰქონდა ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი, რაც მისი მრეწველობის განვითარებისთვის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა, მაგრამ, რომ იტყვიან, ეშმაკი შეუჩნდაო, ზუსტად ის მოუვიდათ უკრაინელებს, როდესაც ღვიძლ ძმას აუმხედრდნენ. ბიბლიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი აბელისა და კაენის ისტორიაა. ძმის წინააღმდეგ ამხედრებულ კაენს, რომელსაც აბელის თავიდან მოშორება განუზრახავს, მაგრამ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს, ეშმაკი გამოეცხადება, რომელიც კარნახობს, რომ ქვა ჩაარტყას შუბლში. რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაში ეშმაკი აშშ და ევროკავშირია, კოლექტიური დასავლეთი და ნატოა, რომლებმაც ცრუ დაპირებებით არამხოლოდ მათ მიერვე მოყვანილი ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ უკრაინელი ხალხის სერიოზული ნაწილიც მოწამლეს და რუსეთის წინააღმდეგ აამხედრეს. აბელისა და კაენის ბიბლიურ ეპიზოდსა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას შორის განსხვავება ისაა, რომ ეშმაკი (კოლექტიური დასავლეთი) უკრაინას იმდენ ძალას ვერ აძლევს და ვერც მისცემს, რუსეთს სასიკვდილო დარტყმა რომ მიაყენოს. ისინი უკრაინის ხელით ცდილობენ რა რუსეთის მკვლელობას, სინამდვილეში ხელს აწერენ უკრაინის მკვლელობას (თვითმკვლელობას). ეს არის რუსეთისა და უკრაინის ომის მოკლე შინაარსი. აი, ამ უბედურებაში საქართველოს გახვევის მცდელობას (გარედან იქნება თუ შიგნიდან) სხვა მიზანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ საქართველოსაც (უკრაინასავით) კაენის ბედი გაუმზადონ. ეს არის ლაკონური, მაგრამ ზუსტი და ამომწურავი პასუხი ზემოთ დასმულ შეკითხვებზე. შეკითხვებში ნაგულისხმებ ზოგიერთ კატეგორიას, შესაძლებელია, არც აქვს გაცნობიერებული, საქართველოსთვის რა მძიმე შედეგების მომტან სიბინძურეს ემსახურება თუნდაც იმით, რომ უკრაინის დროშის ფერებში შეღებილი ჭინჭი გადმოკიდა აივანზე ან უკრაინის დასახმარებლად თოფით ხელში ებრძვის რუსეთის არმიას ან დეზინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო საშუალებებით, მაგრამ აბელივით თავგაჩეხილ (ღმერთმა არ ქნას) საქართველოსთვის ამას მნიშვნელობა აღარ ექნება. ტერორისტული უკრაინის გვერდით დგომა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე მეტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ტერორისტებს არც დანდობა ექნებათ და არც შენდობა. ზნედაცემული ამერიკელებიც კი ამ ბინძურ ცხოველებს ჯერ იყენებენ, შემდეგ კი, როგორც ცოფიან ძაღლებს, თავიდან იცილებენ. ეშმაკის რჩევით სიარულსა და მისი ცდუნებების აყოლას დასაბამიდან დღემდე სიკეთე არავისთვის მოუტანია, ეშმაკშეჩენილნი სამარცხვინო ფინალისთვის არიან განწირულნი.

ვალერი კვარაცხელია. Geworld.ge.