საქართველომ ყველაზე მეტი თანხა – 96 მილიონი დოლარი რუსი მოგზაურებისგან მიიღო.

გასულ თვეში საერთაშოროსო ვიზიტორებისგან საქართველომ 376 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 132%-ით არის გაზრდილი – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის თვის ტურიზმის ანგარიშშია ნათქვამი.

სებ-ის ცნობით, მთლიანობაში წლის პირველ 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.5 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 190%-ით მეტია.

სებ-ის თანახმად, სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი თანხა – 96 მილიონი დოლარი რუსი მოგზაურებისგან მიიღო. მთლიანად ევროკავშირის ქვეყნების მოგზაურებმა 45 მილიონი დახარჯეს, თურქეთის მოქალაქეებმა – 36 მილიონი, უკრაინის – 32 მილიონი, ასევე 32 მილიონი დახარჯეს სექტემბერში საქართველოში ისრაელის მოქალაქეებმაც.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ბელარუსმა ვიზიტორებმა სექტემბერში საქართველოში 21 მილიონის ხარჯები გასწიეს.