სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს საქართველოს პრეზიდენტიც აჰყვა და ავიაკომპანიას, რომელიც რუსეთში ფრენებს ასრულებს, ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, აღნიშნულმა კომპანიამაც ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და განცხადებაში აღნიშნა, რომ, სანამ პრეზიდენტი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის, მას არ მოემსახურება. სალომეს ეს არ ადარდებს, მისთვის ახლა მთავარი თურმე რუსეთის დამარცხებაა და ამიტომ ხელისუფლებას „ეკაჩავება“, – მე დამიჯერეთო; იმ ხელისუფლებას, რომელმაც მხოლოდ ოჯახის წევრების იმედად მყოფი ქალი პრეზიდენტად აქცია, იბრძოლა, იომა, აქტივი წელში გაწყვიტა და ახლა იმ აქტივის აზრსაც არ ითვალისწინებს, რომელმაც ეს თანამდებობა ხონჩით მიართვა.
ახლა მთავარია, რუსეთთან პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმი შევინარჩუნოთ; მთავარია, დესტრუქციულმა ძალებმა არ მოახერხონ და არ მოაწყონ ისეთი პროვოკაცია, რომელიც დაწყებულ ურთიერთობებს დაასრულებს. არადა, საამისოდ ემზადება დასავლეთიც, ოპოზიციაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. აი, ტელევიზიები კი რომან გოცირიძეს გუბაზ სანიკიძედ რომ გადააქცევენ (ბუზი და სპოლოს „პონტში“), ადვილი მისახვედრია. Geworld.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი