დასრულდა ბლეფი _ ევროკავშირი-ნატო! ახლა მთავარი ამოცანაა ქვეყნის დეკოლონიზაცია და იმ ახალ რეალობაზე მორგება, რომელიც აღმოსავლეთში ფირმირდება.

რა მოხდა ნატოს სამიტზე და რა უნდა გავითვალისწინოთ ქართველებმა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” წევრი მიხეილ ჟღენტი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთს გამოუცხადეს ომი ბოლომდე განადგურებლად და ფიქრობენ, ის შეცდომა არ გაიმეორონ, რომელიც, მათი ჭკუით, სსრკ დაშლის შემდეგ დაუშვეს (ვგულისხმობ, ბოლომდე რომ არ გაანადგურეს რუსეთის ფედერაცია, რაზეც ძალიან დარდობენ დასავლეთში).

რაც შეეხება საქართველოს, დღის წესრიგში ისევ რჩება დასავლელი დიპლომატების არნახული შეურაცხმყოფელი წნეხი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა კოლექტიური დასავლეთისგან. ისინი არ მოისვენებენ და, სადამდეც გაუვათ, იქამდე შეეცდებიან ვითარების დაძაბვას. იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის ტრაგედია მაგალითი იქნება ჩვენთვისაც.

კოლექტიური დასავლეთის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. ქვეყანას, რომელიც დაშალეს, მოსახლეობა გაუნახევრეს, ეკონომიკა ნულზე დაუყვანეს, ომში გამარჯვებას სთხოვენ. უკრაინა ძალიან ცუდი მაჩვენებელით ჩავიდა სამიტზე. ის დაჰპირდა თავის პატრონებს, რომ კონტრშეტევის შედეგად ლამის რუსეთის საზღვრებს მიადგებოდა. ზელენსკიმ დაინახა, რომ მის გამო აშშ არ იომებს; ასევე მიხვდა, რომ გამოიყენეს და ახლა, უკეთეს შემთხვევაში, მის ჩანაცვლებაზე იფიქრებენ. კასეტური ბომბების მიწოდება და მათი გამოყენება კიდევ უფრო დაამძიმებს უკრაინის მდგომარეობას. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ დასავლეთს საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვს. ახლა გვაქვს მოცემულობა, რომ ბოლომდე გაწირეს 50-მილიონიანი ქვეყანა და მოსალოდნელია კიდევ უფრო მძიმე ვითარება _ პოლონეთსა და რუმინეთს ამზადებენ გასაწირად. რაც შეეხება ნატოში შესვლას, ნატოში უკრაინის გაწევრება არასოდეს არავის უფიქრია. ეს სატყუარა დღესაც კარგად მუშაობს. საინტერესოა, როდის აეხილება თვალი უკრაინელ ხალხს. დასრულდა ბლეფი _ ევროკავშირი-ნატო!

_ საქართველოს რა რეკომენდაციები მისცეს? ისევ დემოკრატიას გვიწუნებენ და აქ მოქმედი დესტრუქციული ძალები ამბობენ, რომ ევროპელები მართლები არიან, რომ ჩვენთან პრორუსული პოლიტიკა ყვავის და ამიტომ არც ნატოში მიგვიღებენ და არც ევროკავშირში…

_ საქართველოსთვის ნატო-კატო უკვე ანეკდოტის დონეზეა. სასაცილოა, როგორი გულუბრყვილოები აღმოვჩნდით ამ საერთაშორისო თაღლით-შულერების თამაშში. 32 წელიწადია, ქვეყანა ხელში ჩაუვარდათ საერთაშორისო თაღლითებს. ეს, ერთი მხრივ, კარგიც არის: რაც მეტს დაგვცინებენ, მით მალე აეხილება თვალი ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კიდევ ილუზიებში ცხოვრობს. ახლა მთავარი ამოცანაა ქვეყნის დეკოლონიზაცია და იმ ახალ რეალობაზე მორგება, რომელიც აღმოსავლეთში ფირმირდება. მორჩა ევროკავშირი-ნატო აქ, მორჩა!Gevorld.ge