ამერიკელები ყველასა და ყველაფრის გაწირვის გზას დაადგნენ.

ამერიკელები ყველასა და ყველაფრის გაწირვის გზას დაადგნენ. მათთვის მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა: მთავარი მტერი და მთავარი მტრის წინააღმდეგ გამოსაყენებელი სახელმწიფოები. მათთვის მთავარი მტერი, ანუ ბრძოლის გენერალური მიმართულება რუსეთია (რიგში ჩინეთი დგას), რომლის დამარცხება უმაღლეს გეოპოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ამ საქმეში მათ მოკავშირეები არ ჰყავთ, მათ ჰყავთ ხელის ბიჭები და საზარბაზნე ხორცად ქცეული ხალხები (სახელმწიფოები). ისინი პარტნიორად და მოკავშირედ არავის განიხილავენ, ტოლად და სწორად არავის მიიჩნევენ. მათთვის ყველა ვასალი და ქვეშევრდომია. თვით ნატოს წევრი სახელმწიფოები (ბირთვული სახელმწიფოების, ანუ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩათვლით) მათთვის საკუთარ გუბერნიად აღიქმება. გაიხსენეთ კადრი, ლონდონში ჩასული ბაიდენი წითელ ხალიჩაზე ყინჩად რომ მიაბიჯებდა მეფის წინ. ბრიტანეთის კონსტიტუციით, პროტოკოლითა და ტრადიციით ასეთი რამ დაუშვებელია, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი, სადაც უნდა ჩავიდეს, საკუთარი პროტოკოლისა და ტრადიციის შესაბამისად იქცევა. ეს პროტოკოლი მას ეუბნება, რომ პლანეტაზე არსებობს ერთადერთი ზესახელმწიფო – აშშ, დანარჩენი პლანეტა კი ამ სახელმწიფოს უკანა ეზოა, რომელშიც, სხვა სახელმწიფოები კი არა, ამერიკელთა სათავსოები და დამხმარე ნაგებობებია განლაგებული. დიდი ბრიტანეთის მონარქსაც კი, რომელიც, ისტორიულად, ამერიკელთა ყველაზე საიმედო მოკავშირეა, აშშ-ის პრეზიდენტი მის მიერ დანიშნულ მოხელედ აღიქვამს. Gevorld.ge.