11-12 ივლისს ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით რამდენიმე ცნობილი გამოცემის ილუსტრაცია გავრცელდა.
გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის გარეკანის ფოტოს ავრცელებდნენ, რომელზეც ვხედავთ, როგორ ცდილობს ზელენსკი მიწვდეს მის თავზე დამაგრებულ ლურჯი ფერის კარს, რომელზეც ნატოს დროშაა გამოსახული. ზელენსკის ფონზე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია გამოსახული, ხოლო მის გვერდით ვხედავთ გერმანულენოვან ფრაზას: “Eine endlose Geschichte. Es ist Zeit, unsere Einstellungen über die geistigen Fähigkeiten des Präsidenten der Ukraine zu überdenken“ (დაუსრულებელი ისტორია, დროა გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას უკრაინის პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობების მიმართ).