საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.”-ამის შესახებ იუწყება.
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, გუჯი ამაშუკელის ავტორობით, შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა – სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი… ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.
უახლოეს ხანში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში.
nevsmedia.ge