ივანიშვილის სკანდალური განცხადება: ზაზა სარალიძე უნდა ყოფილიყო პირველი მსხვერპლი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავდა

პოლიტიკური პარტია “”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული სამდღიანი აქციის გადადება შემთხვევითი არ იყო და ამ აქციაზე, ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ზაზა სარალიძე უნდა ყოფილიყო.

“სამდღიანი მიტინგი ჰქონდა გამოცხადებული “ნაციონალურ მოძრაობას” და შემდეგ ეს მიტინგი გადადო. როგორ ფიქროთ, შემთხვევით გადადო? ეს მიტინგი გადაიდო იმიტომ, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა კარგად იმუშავეს და მინდა ვთქვა, რომ სწორედ ზაზა სარალიძე იყო პირველი იმ მსხვერპლში, რასაც ეგენი გეგმავდნენ. წარმოიდგინეთ, რა ტრაგედია დატრიალდებოდა. სამართალდამცველებმა მოახერხეს და განაცხადეს კიდეც, რომ რაღაც იგეგმებოდა.
სამართალდამცველებმა მოახერხეს და ამ პროცესს პრევენცია გაუკეთეს”-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმი, ზაზა სარალიძე რუსთაველზე აქციისთვის ადგილს “ნაცმოძრაობას” უნახავს. tmn.ge