საპრეზიდენტო არჩევნები 2018 – განახლებადი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 – განახლებადი ამბები

08:00 – საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა

08:15 – საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან გნაცხადა, მხარი დაუჭირა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

08:20 – შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკუთარი არჩევანი გააკეთა. მინისტრი ხმის მისაცემად მთაწმინდის მეხუთე უბანში იმყოფებოდა.

09:05 – ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

09:17 – „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურის გამართვის ალბათობა მაღალია.

09:24 – ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, N24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, მან ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც ნაკარნახევია პასუხისმგებლობის გრძნობით მომავლის წინაშე.

09:25 – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ენმ-ის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე კამერების დამონტაჟებას ცდილობდნენ.

09:32 – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსრა. მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

09:49 – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ილია მეორე საარჩევნო უბბანზე მეუფე შიოსთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად მივიდა.

09:50 – „ლეიბორისტული პარტიის“, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ, N48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

10:03 – ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

10:06​ – შსს – 10:00 საათის მდგომარეობით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია​

10:07​ – საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება.

10:10 – მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

10:17 – დიდუბეში N12 უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა

10:21 – ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე ინცინდენტი მოხდა

10:29 – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საკუთარი ხმა ხონის ნომერ მესამე საარჩევნო უბანზე დააფიქსიირა.

10:48 – ზუგდიდში, ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები საარჩევნო უბნების შესასვლელებთან არის გაკრული

10:52 – თუშეთის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობს

10:56​ – ბორჯომის 36-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე აგიტაციის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა

11:05 – საია: 10 საათის მონაცემებით რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა

11:11 – 10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6.15% შეადგინა

11:21 – საარჩევნო პროცესში გამოვლენილი ხარვეზები – ცესკო-ს ბრიფინგი

11:46 – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

11:54 – კობახიძე: ვნახეთ თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი – არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ

12:05 – კალაძე: არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს – ჩვენ მშვიდობა გვჭირდება

12:06 – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

12:08 – ზუგდიდში, ორსანტიას საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახეს

12:10 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

12:08 – ივანიშვილი: მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის

12:21 – „საარჩევნო უბნებთან „კოორდინატორების“ მობილიზება ხდება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ“ – ISFED-ი დარღვევებზე საუბრობს

12:26 – ბოლნისში №40-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეუშვეს

12:28 – ცოდნისკარის მცხოვრები „ოცნების“ მხარდამჭერებს ზეწოლაში ადანაშაულებს

12:31 – ვაშაძე: რამდენი საჩივარი დაგროვდება – მწვავე შეკითხვებზე მოუწევს მთავრობას პასუხების გაცემა

12:47 – ახალქალაქში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურით ბავშვები დგანან

12:48 – მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ზონდერჯგუფებს ურეკავს და ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდებს

12:57​ – „მარკირების წესის დარღვევა, აგიტაციის ფაქტები, უბნების დაგვიანებით გახსნის შემთხვევები“ – PMMG-ს გამოვლენილი დარღვევები

13:04 – 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95% შეადგინა

13:10 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: დაფიქსირდა 50-მდე დარღვევა – დაიწერა 4 საჩივარი

13:16 – ვაშაძე: ამომრჩევლები მიდიან დიდუბის მე-12 უბანზე, აძლევენ ხმას, იცვლიან ტანსაცმელს და შედიან მე-13 უბანზე

13:18 – სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა

13:48 – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“: გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ოცნების“ აგიტატორები არიან მობილიზებული

13:54 – მარნეულში ენმ-ის და „ოცნების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია 2 პირი

13:55 – ცესკო: დადასტურდა, რომ პირი საარჩევნო უბანზე არასათანადო წესით გაცემული ბეიჯით იმყოფებოდა

14:11 – „მამაჩემიც მოვა…“ – წყნეთში, საარჩევნო უბანზე აგიტატორები დააფიქსირეს [ვიდეო]

14:18 – „მიიღებენ უმკაცრეს პასუხს“ – ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აფრთხილებს

14:22 – პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

14:33 – თემქის საარჩევნო უბანზე ხმაური იყო – ნათელაშვილი კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპიდა [ვიდეო]

14:53 – საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა, მავთულხლართების მიუხედავად, არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

14:57 – მდინარაძე – მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი დაანებობ ჩვენს აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას

15:06​ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

15:21 – გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, ხმა შვილის ნაცვლად მიეცა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა – საია

15:26 – ბოკუჩავა: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჟინვალის 47-ე უბანზე ამომრჩევლებს 20, 30 და 50 ლარს ურიგებენ

15:45 – „ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, არჩევნებზე ამ დროისთვის 1000-მდე დარღვევა დაფიქსირდა

15:45 – გიორგი ქობულია – ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში

15:50 – „დავაფიქსირეთ 25 ინციდენტი, დაიწერა 7 საჩივარი“ – PMMG დარღვევებზე საუბრობს

16:06 – ღარიბაშვილი: ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა

16:12 – გრიგოლ ვაშაძე – არჩევნებში ფანტასტიკური შედეგით ვიმარჯვებთ

16:20 – ივანე მაჭავარიანი: ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას

16:22 – მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენლები ბიულეტენების განადგურებასაც კი არ ერიდებიან

16:27 – საია: მანქანას, რომლითაც საარჩევნო ყუთი გადაჰქონდათ ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი ეკრა

16:28 – მდინარაძე – ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს

16:34 – 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.98% შეადგინა

16:36 – „რვის შემდეგ დაგანახებთ ვინ ვარ“ – ISFED-ის ცნობით, მარნეულის საკრებულოს დეპუტატი დამკვირვებელს დაემუქრა

17:08 – გიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება პირდაპირი მოსყიდვების დაფიქსირება

17:10 – უგულავა: ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის ე.წ. კარუსელის გამეორება სურს

17:24 – მელია: მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს არ გიშველით

17:43 – ცესკო „ედისონ რისერჩთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

18:02 – 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% შეადგინა

18:09 – თამარ ჩუგოშვილი – გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე უბანზე არეულობა იგეგმება

18:16 – შსს – ამ დროისთვის, შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა

18:27 – საია: დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს

19:04 – კობახიძე – ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს

19:23 – „ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ კონვერტში უკვე იდო შევსებული ბიულეტენი“ – ISFED-ის მონაცემები
exspresnevs.ge