სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურის მოხსნით იმუქრება – პარიჟანკა გაბრაზებულია”

გაზეთ „ქრონიკა + “-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. მისი თქმით შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.

„სალომემ უკვე გამოავლინა ნებიერა ხასიათი. კახი კალაძის ბრიფინგის მერე (რომელიც სხვათა შორის,ყველაზე ადექვატური იყო ქოცებში), პარიჟანკა სალომე გაბრაზებულა. პარტიამ ჩემზე არ იმუშავა, საერთოდ მოვხსნი კანდიდატურას მეორე ტურშიო. სწორსაც იზამს – ან თავად რას წვალობს, ან ჩვენ რას გვაწვალებს! – ცხადია,რომ არ დავუთმობთ პრეზიდენტის პოსტს“, – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატსა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს შორის ხმები თანამბრად გადანაწილდა. 2020Nevs.ge