ეს თბილისელი უსახლკაროები არიან, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობის დროს დაკარგეს საცხოვრებელი ადგილი!

სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს:

„ეს თბილისის უსახლკაროები არიან! უსახლკაროები არიან რადგან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაკარგეს საცხოვრებელი ადგილი!
დაკარგეს რადგან ნაცების დროს არ იყო ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა, ეს ხალხი ჯანმრთელობის გამო ჰყიდდა სახლ-კარს!
უსახლკაროები არიან რადგან ნაცების დროს იყო იმაზე დიდი იპოთეკური პროცენტები, ვიდრე ახლაა და შესაბამისად, იყო დრაკონული კანონმდებლობა რომელიც მორგებული იყო ბანკებზე და სამევახშეო ბიზნესზე!
უმეტეს წილად ამ უსახლკაროებმა დაკარგეს საცხოვრებელი ცნობილი საპროცესო გარიგებების გამო! მათ ოჯახის წევრებს იჭერდნენ უმიზეზოდ და საპროცესოთი ატივებინებდნენ ბინებს!
ეს ხალხი დღეს ნაცების მსხვერპლია და ამ ხალხს დღეს სათავისოთ იყენებს ნაცმოძრაობა! რატომ? ხელისუფლებამ კომუნიკაცია დაკარგა მათთან!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.
alia.ge