მირზა სუბელიანის დაკითხვა დასრულდა, მან შსს დატოვა (ვიდეო)

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

„რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის შესახებ და ვერაფერს გეტყვით”- განაცხადა სუბელიანმა.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ შუადღეს შევიდა დაკითხვაზე. ამასთან, მას ადვოკატი თან არ ახლდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/994957250663582/

საინფორმაციო სააგენტო თაიმერი