“7 ნოემბერს, ჩვენს გვერდით, ამ ქოლგით, როგორც ხმლით, იბრძოდა სალომე ზურაბიშვილი”

როგორც გია ცაგარეიშვილი აცხადებს, იგი საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
“ობიექტურობა მოითხოვს, რომ დღეს, როდესაც 7 ნოემბერს ვიხსენებთ, დავწერო, რომ ამ დღეს ჩვენს გვერდით, ამ ქოლგით, როგორც ხმლით, იბრძოდა სალომე ზურაბიშვილი. მას ერთი წუთით არ დაუტოვებია “ბრძოლის ველი”, ყველა განსაცდელის დროს, როდესაც მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ დადიოდა, სალომე ხალხის გვერდით იდგა! რასაც ამ ქალს ვერ წაართმევ, ეს მისი სიმამაცეა! 48!!!” –წერს გია ცაგარეიშვილი. exskuzivnevs.ge