ია მეტრეველი: ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს ნამდვილად არ აპატიებდა იმას, როგორც ზაზა სარალიძე იქცევა.

„ნამდვილად არავინ გვაპატიებდა იმას, რაც დღეს ხდება. ყველანაირ საზღვრებს გასცდა, განსაკუთრებით ზაზა სარალიძე, დემოკრატიაშიც აღარ ჯდება. ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფო კანონის ფარგლებში არ მოქმედებს და სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. ტვინის შერყევით აგერ პოლიციელი საავადმყოფოში წევს“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძისთვის შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს.

„საუბედუროდ, ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა – ზაზა სარალიძეს შვილი ბავშვებმა მოუკლეს. ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრიტა შვილები. სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა წამებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, პატრულმა დახვრიტა გიორგი გამცემლიძე და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენსა და მათ შორის, ამ უბედურ საქმეებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა. საქმეზე დაპატიმრებები გრძელდება. ორი თუ სამი არასრულწლოვანია დაპატიმრებული. თუ მტკიცებულება არ არსებობს, მოზარდებს როგორ დაიჭერს სახელმწიფო და პროკურატურა?! ეს დაუშვებელია. მიმდინარეობს ძიება. ნამდვილად არ სჭირდებოდა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა. მივმართავ მაჩალიკაშვილს, როდესაც მისი თანამემამულეების შვილები ლაფანყურის სპეცოპერაციისას, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახვრიტეს, როგორ დადგა იმ მკვლელების გვერდით?! სარალიძისგან განსხვავებით, მე მას დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა ია მეტრეველმა. gazeti: qartuli azri