თეა წულუკიანი მისი გადადგომის მოთხოვნას ეხმიანება:
“თუ მმართველი პარტია მეტყვის, რომ მე ჩემი თანამდებობიდან უნდა წავიდე, მე არც ხვეწნა დამჭირდება და არც ყიჟინი, მაგრამ რამდენიმე არასმთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც სურთ რეფორმები გატარდეს ისეთი, როგორიც უნდათ, ამის ლეგიტიმაცია არ აქვთ.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო და მასში უკვე პრეზიდენტიც ჩაერთო. მისი პასუხისმგებლობაა ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე ჩემი უწყების მუშაობას, სხვა შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ხელისუფლება ჯაბანი არ გამოვა”, – აცხადებს წულუკიანი.
ავტორი: გურიის მოამბე