ოსი დე ფაქტო დეპუტატებისგანგანსხვავებით, მათი აფხაზი კოლეგები მოსკოვში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ქართველ “პატრიოტთა ალიანსელებთან” შეხების დეტალებს არ მალავენ და სიამოვნებით უზიარებენ მედიას. სამკაციანი აფხაზური დელეგაციის წევრმა, დე ფაქტო დეპუტატმარაულ ლოლუამ ეს დეტალები “ეხო კავკაზას” სოხუმელ კორესპონდენტს გაუმხილა.
«როცა მოსკოვიდან მოწვევა მოგვივიდა, გადაწყდა, კონფერენციაზე მე, დიმა გუნბა, ალმას ჯოპუა და კახა პერტაია წავსულიყავით. დელეგაციას მე ვხელმძღვანელობდი, როგორც არა მარტო დეპუტატი, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ჩვენი სახლი – აფხაზეთი” ხელმძღვანელიც” – ყვება ლოლუა.
მისივე ინფორმაციით, 22 ნოემბერს მოსკოვში გამართულკონფერენციაზე წარმოდგენილები იყვნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობის პარლამენტები, უკრაინისა და აზერბაიჯანის გარდა.მონაწილე ქვეყნების პარლამენტებს ძირითადად სადეპუტატო ფრაქციების ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ, მაგალითად, რუსეთს – ზიუგანოვი, ჟირინოვსკი, მირონოვი.
“კონფერენციის ორგანიზატორები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან პირველად მოხერხდა, ჩატარებულიყო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენპარლამენტარები როგორც მოლდოვადან, ისე დნესტრისპირეთიდან; საქართველოდა, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან” – ყვება რაულ ლოლუა.
თუმცა თავად აფხაზური დელეგაციისთვის, მისი თქმით, ეს გარემოება მოულოდნელი აღმოჩნდა:
«როცა მიგვიწვიეს, დავინტერესდით და გვითხრეს, რომ დსთ-ის ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. საქართველო, როგორც ცნობილია, დსთ-ის წევრი არ არის… ფრაქციის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ხელმძღვანელიგიორგი ლომია გახლდათ. როცა შევედი (იქ უზარმაზარ დარბაზში დიდი მრგვალი მაგიდა იდგა), დავინახე წარწერა მისი გვარ-სახელით და დამაინტერესა, ვინ ლოლუა იყო. თავად ჯერ არ იყო შემოსული. დავჯექი. მოგვიანებით ისიც შემოვიდა. მისასალმებელი სიტყვით მივმართე მონაწილეებს. მალე მასაც მისცეს სიტყვა. კეთილგანწყობილად საუბრობდა, მადლიერება გამოხატა ფორუმის ორგანიზატორების მიმართ. ჩვენც მოგვმართა, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს. გამოვიდა პირდაპირი დიალოგის ინიციატივით ისეთი შესაძლებლობების გამოყენებით, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იძლევა…».
აფხაზი ე.წ. დეპუტატის მონათხრობის თანახმად, მან მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი ადა მარშანია “აფხაზი ხალხის მოღალატე ლორიკ მარშანიას ქალიშვილი იყო”:
«დავინახე ქალი, რომელიც გიორგი ლომიას ფოტოებს უღებდა სიტყვით გამოსვლისას. ადრე არ მინახავს, არ ვიცნობდი. უკვე მოგვიანებით, როცა ინტერნეტში დავძებნე, გავიგე, ვინ იყო… თუ სწორად გავიგე, იგი [ადა მარშანია] საქართველოს პარლამენტის წევრია რაღაც აფხაზური კვოტით…”.
ასევე სიურპრიზი აღმოჩნდა ლოლუასთვის და მისი კოლეგებისთვის ქართული დელეგაციის შემადგენლობაშიემზარ კვიციანის ყოფნა:
“ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გასაკვირი იყო. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ომის შემდეგ მთელი გზა გამოვიარე – დაწყებული კოდორის ხეობიდან. და მართალია, გაგვაჩნდა გარკვეული შეთანხმებები სვანებთან, მაგრამ გვქონდა ბევრი ისეთი სიტუაციაც, როცა ხდებოდა პირდაპირი შეტაკებები, იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები, მათ შორის – სამხედროები…”.
აფხაზმა ე.წ. დეპუტატმა გულისწყრომითა და მწუხარებით აღნიშნა, რომ ფორუმზე მყოფი ქართული დელეგაციის არც ერთ წევრს “არაფერი მოუნანიებია”:
“არც ადა მარშანიას, არც ემზარ კვიციანს, ან რომელიმე სხვას უთქვამს, “ბოდიშს ვიხდით აფხაზი ხალხის წინაშეო”. ეს ამხანაგი – გიორგი ლომია “ძმებად” მოგვიხსენიებდა, მაგრამ მაშინ რატომ არ აღიარეს ყველაფერი, რაც აქ [აფხაზეთში] ჩაიდინეს?! აღიარონ მაშინ! რატომღაც არ გაგვიგია ამ ადამიანების ხმა არც 2008-ში, 1998-ში, 2001-ში!…”.
ლოლუა ამბობს, რომ “ქართველებთან ერთად მაგიდასთან დაჯდომის არ ეშინია”:
“ჩვენ გამარჯვებულები ვართ და, ჩემი აზრით, შეგვიძლია საუბარი, – ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ვერც პირადად ჩემს, ვერც ჩვენი დელეგაციის რომელიმე სხვა წევრის და ვერც მთლიანად დელეგაციის რაიმე სახით კომპრომეტირებას ეს ვერ მოახდენს, რაგან თითოეული ჩვენგანი ჩვენი ქვეყნის – აფხაზეთის პატრიოტია. ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს აზრს და მივიტანთ მას ქართველებამდე. ჩვენ აღიარებული სახელმწიფო ვართ – აღიარებული უზარმაზარი რუსეთი მიერ და თუ ქართველები ფიქრობენ, რომ მოსკოვში ვოიაჟებით თავის “აფხაზურ საკითხს” მოაგვარებენ, ძალიან ღრმად ცდებიან. უბრალოდ სხვა ვარიანტი არ აქვთ და ვფიქრობ, ნელ-ნელა თავადაც იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ არაფერი რჩებათ, აფხაზეთის აღიარების გარდა. აღიარებენ აფხაზეთს – კი ბატონო, დავიწყებთ სამომავლო ურთიერთობებზე მუშაობას… უბრალოდ მსგავსი დიალოგი იქ, სამწუხაროდ, არ ყოფილა. სიამოვნებით შევიდოდი ამ ამხანაგთან [გიორგი ლომიასთან] დისკუსიაში. ვეტყოდი: «გამოდით პარლამენტში, მოუწოდეთ თქვენს ქვეყანას, შეწყვიტოს შეიარაღება. ვინ გესხმით თავს? უარი თქვით ნატო-ში გაწევრიანებაზე!».
ლოლუას აზრით, “აქ საქმე გვაქვს ტიპიურ შემთხვევასთან, როდესაც ერთი ღონისძიების მონაწილეები აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ყველას თავისი – განსხვავებული მიზნები ჰქონდათ”:
“ასე, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე, კომუნისტილეონიდ კალაშნიკოვი ამ დღეებში რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხის თოქ-შოუში იკვეხნიდა, როგორ მოახერხა, ერთ მაგიდასთან დაესვა ქართველი, აფხაზი და ოსი დეპუტატები. «საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” კვლავ განუხრელად სწამს აუხდენელის და ყვება თბილისში, რომ კონფერენციის ფარგლებში «მოლაპარაკებები აწარმოა» აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან. აფხაზი პარლამენტარები კი წარმატებად მივიჩნევთ იმას, რომ მართალია, აფხაზეთი დსთ-ის წევრი არ არის, მაგრამ შევძელით, მონაწილეობა მიგვეღო ესოდენ პრესტიჟულ ღონისძიებაში გაეროს წევრი სახელმწიფოების მხარდამხარ”.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსადა ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიოში გამოიყენება
accent.com