ვაშაძე სააკაშვილს ემიჯნება – მის აზრს არაფერი აქვს საერთო ჩემთან.

“მის აზრს არაფერი აქვს საერთო ჩემთან” – გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება და BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს,რომ ეს არჩევნები არა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არამედ, მასსა და ივანიშვილს შორის გაიმართა.

გაერთიანებული ოპოზიციის, თუმცა საარჩევნო ბიულეტენში, “ნაციონალური მოძრაობის”საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებული გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ რეალურად მასსა და სააკაშვილს შორის აზრობრივი  თანხვედრა ბევრ საკითხში არ აქვთ:

„ყველამ იცის, რომ არჩევანი იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის.სააკაშვილს  არაფერი აქვს საერთო ჩემს კამპანიასთან. სააკაშვილი ჩნდება ტელეეკრანებზე, მაგრამ შეხედეთ ჩემს პროგრამას ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით. გსმენიათ რამე მისგან ისეთი, რაც ემთხვევა ჩემს შეთავაზებებს?

ვიმეორებ, მისი აზრი არის ერთი ადამიანის აზრი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩემთან,ჩემს  მომხრეებთან და გაერთიანებულ ოპოზიციასთან.მაგალითად, თუნდაც მისი მოწოდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრაიმტაიმი. alia.ge