მოგესალმებით, აუუუ, რამდენი ვართ, – ასე მიმართა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე თაკო ჩარკვიანმა.
„ამ დღეებში, ამ ხნის მანძილზე, ისეთი სიყვარული ვიგრძენი, ამას რაში გავცვლი – არაფერში. რატომ იყო აუცილებელი ეს აქცია – დღევანდელ აქციას რამდენიმე დატვირთვა აქვს; ვინაიდან ჩვენ წარმოუდგენელი საარჩევნო კანონები გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ არჩევნებში კიდევ იყიდის მდიდარი კაცი საქართველოს, ამიტომ ჩვენ მოვედით აქ რომ ვთქვათ, ღირსება აყრილი არ არის ქვეყანა. ქართველები არიან ახოვანნი, ლამაზნი, ტანადნი, ნიჭიერნი, ღირსეულნი.
ლეგიტიმურობის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს აქციები, რადგან მე ჩამოვთვლი, რა აკადრეს ჩვენს ქვეყანას:
ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დაახატოს, სტაფილოს აარჩევინებს გაჭირვებულ ქართველს.
ეს აქცია ღირსების აქციაა, რადგან მომავალ თაობას უნდა ვუთხრათ, რომ არჩევნები ეს არის ხმა უმთავრესი პიროვნებისა, შენ თუ ხარ ინდივიდი, უნდა დარჩე შენი ხმის არჩევის უფლებით“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანმა ქუთაისში გუშინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
„დღეს საქართველოში ძალიან იუველირული გეგმით რუსული თანხმა შემოედინება, ცოტა ხანში გაბანტავენ ამ ქვეყანას და არანაირი აქცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღარ უშველის. რატომ წახვედი ოპოზიციაშიო – გუშინ ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისლები, მთელი აეროპორტი ერთ ოჯახს, ჯონი გიგანის ოჯახს იცავდა. დიდი მადლობა მათ.
თავს დაგვესხა სამთავრობო ხელისუფლებაში მომუშავე ექვსი სალახანა და როდესაც 2012 წელს, უკვე არჩეული „ოცნების“ დროს ეს სალახანები მე ოფისში ვნახე, მივხვდი, რომ ჩემი ხელით მომყავდა უბედურება, ვერაფრით ვერ დავუშვებდი. შეიძლება რაღაც გააკეთო, მაგრამ ის იყოს შეუგნებელი, ამიტომ უნებლიეთ გაკეთებული ადამიანს გეპატიება, მაგრამ როცა დაინახავ, რომ კრიმინალი ზის, ლაშა ნაცვლიშვილი, ნუგზარ ფოფხაძე.. ფოფხაძემ, რომელმაც 9 აპრილს ჩვენი შვილების, ჩვენი თანატოლების ალაგმა და დახვრეტა მოითხოვა, სადაც ორადორი ადამიანი შეეწინააღმდეგა, ეს ადამიანი კანცელარიის ჩუმი მომუშავე კარდინალია, რომლის ბრიგადა საქართველოში რუსეთიდან არის ჩამოყვანილი
მათ მხრებზე, არამხოლოდ 9 აპრილია. 90-იან წლებში ამ ბანდის მხრებზე გაიარა ადამიანების დაპირისპირებამ, ეს არასდროს უნდა გამეორდეს“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
1tv.ge