გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები თბილისში ტურისტებად არ არიან ჩამოსული

ფაქტია, რომ ეს ადამიანები აქ ტურისტებად არ არიან ჩამოსულები,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უკრაინის მოქალაქეების დაკავების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. 
მისივე თქმით, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულები იარაღით იყვნენ აღჭურვილი და საქართველოში მათი ჩამოსვლა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ მიტინგებს უკავშირდება.

“ფაქტია, რომ დაკავებულები არიან ადამიანები, ვინც აქ ტურისტებად არ არიან ჩამოსულები. ესენი არიან სპეციალურად წვრთნაგავლილი ადამიანები, მებრძოლები და შესაბამისი იარაღით და მასალებით არიან დაკავებულები. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე შსს-მ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. მე ვფიქრობ, რომ მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რომლებსაც აანონსებს სააკაშვილი”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
info9.ge ფაქტია, რომ ეს არის სპეციალური, გაწვრთნილი მებრძოლები, შესაბამისი იარაღით და მასალებით. ამ თემაზე შინაგან სააქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. ვფიქრობ, მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რასაც აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ეს ე.წ. ლიდერები, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან შეკრებილი. ბევრმა მათგანმა დარწმუნებული ვარ ამის შესახებ არ იცის“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა“ და “ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

“გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ipn.ge