იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანზატორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ sაჯარო მოხელეებს კონსტიტუციით მონიჭებული გაფიცვის უფლების რეალიზაციისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიწყებენ მზადებას აჯანყებისთვის.
„იმ შემთხვევაში, თუკი არ შესრულდება ჩვენი და სრულიად ქართული საზოგადოების მოთხოვნები, ჩვენ დავიწყებთ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი“, – ამის შესახებ განაცხადა თბილისის იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანზატორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ მუწოდა საჯარო მოხელეებს კონსტიტუციით მონიჭებული „გაფიცვის უფლების“ რეალიზაციისაკენ.
აქციაზე იმყოფება პარლამენტის წევრი, პატრიოტთა ალიანსიდან ადა მარშანია, რომელმაც თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები რეფერენდუმის გზით უნდა მიიღებოდეს.
„ასეთი დონის გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ხალხს, უნდა წდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სახალხო რეფერენდუმით“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ.
„ქართული მარში“ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად იუსტიციის სახლთან აქცია-პიკეტს აწყობს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. აქციის მონაწილეები იუსტიიციის სახლში შესვლას ცდილობენ, თუმცა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარი ჩაკეტეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, იუსტიციის სახლმა დამატებითი შესასვლელიდან დაიწყო მოქალაქეების მიღება.
საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.
ახალი კონსტიტუცია ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის. ახალი კონსტიტუცია მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს. სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისებაზე ბოლო მორატორიუმი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 16 ივნისს მიიღო.
ghn.ge