პაპუაშვილი ნათელაშვილს: შე პრასტიტუტკა, საბუთს მოვიტან, წვრილად დაახვიე და უკან გაირჭე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიდუბის მაჟორიტარმა ზაზა პაპუაშვილმა TV პირველის გადაცემა “პოლიტმეტრში” ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს “სალახანა, ქალაჩუნა დეპუტატი” უწოდა. გადაცემის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე კორექტულობას ვერ შეინარჩუნებს.

“ადამიანმა ასეთი რაღაცა თქვა, მე მაგას არ ვახსენებდი, არსად დებატებში, მაგრამ არ ვიცი, ვისთან აქვს ენა მიჩვეული, ვის ენა სად წაუტლიკინ-წამოუტლიკინა. სადღაც წერს ჩემზე – ნარკოტიკში ჩახრჩობილი დეპუტატიო, სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს. აი, რას ვეტყვი – შე ლაწირაკო შენა, შე უზრდელო ხეპრე, შე ქალაჩუნა, შე პრასტიტუტკა, ამას როგორ ბედავ” – თქვა პაპუაშვილმა.

“პოლიტმეტრის” წამყვანმა კიდეცვ რამდენჯერმე მოუწოდა ქართული ოცნების დეპუტატს კორექტულობისკენ, რის შემდეგაც, ზაზა პაპუაშვილმა შალვა ნათელაშვილს “ნდობით აღჭურვილი პირის” გამოყვანისკენ მოუწოდა.

“მე მთელ ამ შემოწმებას გავივლი და ამ საბუთს, რასაც მოვიტან, სადაც ეწერება… წვრილად დაახვიოს და ერთ ადგილში გაირჭოს” – თქვა დიდუბის მაჟორიტარმა, რის შემდეგაც, TV პირველმა ჩართვა გაწყვიტა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში დღეს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ Facebook-ში დაწერა, რომ “ნარკოტიკებში დამხრჩვალი მსახიობ-დეპუტატი პაპუაშვილი სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა”.
tabula.ge